„ჰიუნდაი“ სატრეკო „ჯენეზის კუპეს“ ამზადებს
სალო ავტო 2016-04-19 2585 ნახვა


ამჟამად საავტომობილო სამყარო პარიზის მოტორ შოუსთვის ემზადება და ინფორმაციაც ძირითადად გამოფენის ექსპონატებს და მათს მწარმოებლებს ეხება. პარიზში სიახლეებს „ჰიუნდაიც“ წარადგენს, თუმცა კორეული კომპანია მომდევნო დიდი გამოფენისთვისაც ემზადება, რომელიც პარიზული შოუს სტარტიდან ერთ თვეში დაიწყება.

ესაა ლას ვეგასის შოუ, რომელსაც ტრადიციულად, სპეციალური ეკიპირების ბაზრის ასოციაცია ატარებს და რომელზეც მეტწილად ტუნინგის შედევრებია ხოლმე გამოფენილი. „ჰიუნდაი“ იქ რამდნიმე ექსპონატს წარადგენს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კომპანია „ARK პერფორმენსთან“ ერთად შემუშავებული, „ჯენეზის კუპე R-სპეცის“ სატრეკო ვერსიაა.

რა თქმა უნდა, ავტომობილი „ჯენეზის კუპე R-სპეცის“ ბაზაზეა შექმნილი. ის 3.8-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 348-დან 395 ცხენის ძალამდე (6800 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი კი - 400-დან 460 ნიუტონმეტრამდე (5400 ბრ.წთ-ზე) გაიზარდა.

საბაზო მოდელთან შედარებით სხვა ცვლილებები დიფერენციალსაც შეეხო, რომელშიც გაზრდილი ხახუნის (1.5-2.0-ჯერ) წყვილია გამოყენებული. შეცვლილია გადაბმულობის ქუროც, მუხრუჭები ექვსცილინდრიან სუპორტებზეა, მათი დისკოები კი კარბონ-კერამიკული მასალისგან დამზადდა. რა თქმა უნდა, ავტომობილი სპორტული საკიდარით აღიჭურვა, რომელშიც ამორტიზატორებთან ერთად, თითქმის ყველაფერი შეცვლილია.

„ჯენეზის კუპე R-სპეცის“ სატრეკო ვერსია სპეციალური აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვა, რომლებმაც მას მკვეთრად გამოხატურლი მრბოლის გარეგნობა მიანიჭა. ამ მხრივ თვალში საცემია ბორბლების დაბერილი თაღები, კარბონის წინა და უკანა ელერონები და დიფუზორი, უზარმაზარი სასუნთქი „ლაყუჩები“ კაპოტზე, რომელთა დანიშნულებაც, გადახურებული ჰაერის კაპოტქვეშა სივრციდან გამოდევნაა, უკანა ზორბა ანტი ფრთა და სხვა. სალონი უსაფრთხოების კარკასით აღიჭურვა, სავარძლები კი სარბოლი ტიპისაა.

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 22239-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+23
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
23º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9701
ევრო
3.2778
რუბლი
4.6307
ლარი
1