„ჰიუნდაი“ უფრო სწრაფ „ველოსტერ ტურბოსაც“ გამოუშვებს
სალო ავტო 2016-02-01 2944 ნახვა


ჰეჩბეკი „ველოსტერი“ სპორტული ავტომობილია, მისი ტურბო ვერსია კი საბაზო მოდელზე გაცილებით ტემპერამენტიანი და სწრაფი. მაგრამ მისი 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატის 201 ცხენის ძალა საკმარისი არაა იმისათვის, რომ თავისი კლასის სპორტსმენებს შესაფერისი კონკურენცია გაუწიოს. თუმცა, როგორც ჩანს, კორეულ კომპანიას თავიდანვე ყველაფერი გათვალისწინებული ჰქონდა და ამჟამად „ველოსტერ ტურბოს“ კიდევ უფრო მძლავრსა და სწრაფ ვერსიაზე მუშაობს.

ამერიკულმა ონლაინ გამოცემა „მოტორ აუთორიტიმ“ „ჰიუნდაიში“ მომუშავე წყაროსგან (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) შეიტყო, რომ კორეულ კომპანიას, „ველოსტერ ტურბოს“ მძლავრი ვერსიის შემუშავება დაწყებული აქვს. თუმცა, მასვე გამოცემისთვის უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

თუმცა, ადვილად სავარაუდოა, რომ სიმძლავრის მტებასთან ერთად, ავტომობილის საკიდარიც დასახვეწი გახდება. მასში უფრო ხისტ ზამბარებს და ამორტიზატორებს გამოიყენებენ. არაა გამორიცხული, რომ მანქანის კლირენსიც შემცირდეს. ამასთან, თითქმის გამორიცხულია, რომ 1.6-ლიტრიანი ძრავი 2.0-ლიტრიანით შეიცვალოს. თუმცაღა, კორეული კომპანია ორლიტრიან ოთხცილინდრიან ტურბინიან აგრეგატს, რომლის სიმძლავრეც 274 ცხენის ძალაა, „ჯენეზის კუპეზე“ იყენებს. ამ ძრავის გამოყენება, ავტომობილის გაძვირებას გამოიწვევს. ასე რომ, „ჰიუნდაის“ ისევ 1.6-ლიტრიანის დახვეწა მოუწევს. ამის სერიოზული რესურსი კი არსებობს - შესაძლებელია შემშვები და გამოსაბოლქვი სისტემების დახვეწა, ასევე ელექტრონული მართვის სისტემის პროგრამის შეცვლა.

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21213-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1