„ჰიუნდაი“ ფრანკფურტში ახალ i30-ს გვიჩვენებს
სალო ავტო 2016-04-14 2612 ნახვა


ფრანკფურტის საავტომობილო შოუსთვის, „ჰიუნდაის“ სიახლე აქვს მომზადებული. ესაა c- სეგმენტის მეორე თაობის i30, ავტომობილი, რომელიც კორეული კომპანიის ევროპულ დიზაინისა და საინჟინრო ცენტრშია შექმნილი, რომელიც გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს. ახალი ავტომობილი „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილშია (თხიერი სკულპტურა) შესრულებული და მისი შექმნისას, ინჟინრებმა ევროპელი საშუალო მყიდველის გემოვნება, სურვილები და ხასიათი გაითვალისწინეს. შესაბამისად, ავტომობილიც ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

„ჰიუნდაის“ ევროპული დიზაინის შეფი თომას ბიურკლე ამბობს, რომ მეორე თაობის i30-ის სტილი, კომპანიის კორპორატიული სტილის ევოლუციური ვარიანტია. გავრცელებული ფოტო-ესკიზის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი ყველაზე მეტად, i40-ს ჰგავს, რომელიც ასევე რიუსელსჰაიმში შექმნეს. თუმცა, მის სტილში რამდენიმე სიახლეც შეინიშნება. გარდა ამისა, ახალი ავტომობილი იმავე i40-ის და კუპე „ველოსტერის“ სტილის ინტერიერსაც მიიღებს.

„ახალი i30-ის სტილის შემუშავებისას, ჩვენ ვცდილობდით, ათლეტური ავტომობილი შეგვექმნა, რომელიც მნახველს მუდმივი მოძრაობის შთაბეჭდილებას დაუტოვებდა. მაშინაც კი, როცა ის გაჩერებულია“, - ამბობს ბიურკლე და დასძენს: „თავისი სპორტული ხასიათით და დინამიური პროპორციებით, ეს ავტომობილი i40-ს მოგაგონებთ. ჩვენი სურვილიც ისაა, რომ ამ ორი ავტომობილის დანახვისას, „ჰიუნდაის“ დიზაინის თავისებურებები აღიქმებოდეს“.

მართალია, ჯორეული კომპანია თავისი სიახლის შესახებ ინფორმაციას თიტქმის არ ავრცელებს, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ავტომობილის წინა ნაწილი მაკფერსონის ტიპის საკიდარს ეყრდნობა, უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული. ძრავების გამაში კი, სავარაუდოდ შევა ბენზინის 1.6-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 140 ცხენის ძალას ავითარებს და რომელიც მოდელ i35-დან ვიცით. გარდა ამისა, ახალ ავტომობილზე ასევე სერია „ბლიუს“ აგრეგატებს დააყენებენ.

i30 ევროპაში „ჰიუნდაის“ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია, თუმცა კომპანიაში თვლიან, რომ ამ ავტომობილით, გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი. ამასთან, ისინი იმედოვნებენ, რომ ავტომობილი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს სეგმენტის ისეთ ლიდერებს, როგორებიცაა „ფორდ ფოკუსი“ და „ფოლკსვაგენ გოლფი“.

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1