„ჰიუნდაი“ ჩეხეთში წარმოებას ზრდის
სალო ავტო 2015-11-18 2199 ნახვა

 

 

 

 

„ჰიუნდაის“ თავის ჩეხურ, ნოსოვიცეს ქარხანაში წარმოების 20 პროცენტით, 300 000-მდე გაზრდა აქვს გადაწყვეტილი, რათა i30-სა და მის ვარიანტებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. კორეულმა კომპანიამ, ამ ქარხანაში i30-ზე ბაზირებული კომპაქტური უნივერსალის წარმოება 15 ივნისს დაიწყო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქულ ქალაქ იზმიტში არსებული ქარხნის წლიური წარმადობა 200 000 ავტომობილია, გამოდის, რომ კორეულ კომპანიას ევროპაში ნახევარი მილიონი ავტომობილის გამოშვება შეუძლია. იმ დროს, როდესაც „ჰიუნდაი“ ევროპაში წარმოებას ზრდის, მისი მთავარ კონკურენტები - „ფიატი“ და „ფორდი“, წარმოებას ამცირებენ, რისთვისაც დროდადრო ევროპული ქარხნების გაჩერება უწევთ. „ჰიუნდაის“ ავტომობილებზე ევროპაში მოთხოვნა იმის მიუხედავად იზრდება, რომ უკვე ხუთი წელია, რაც ძველ კონტინენტზე გაყიდვები მცირდება.

„ჰიუნდაი“ წელს ევროპაში 115 000 ცალი i30-ის და მისი ვარიანტების გამოშვებას აპირებს. მათ შორის იქნება უნივერსალიც, რომელიც კორეელებმა პირველად ცოტა ხნის წინ, ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. ამ ავტომობილმა, აღნიშნული რიცხვის დაახლოებით 30 პროცენტი უნდა დაიკავოს. დანარჩენ 70 პროცენტს კი ხუთკარიანი ჰეჩბეკი აითვისებს.

ჰეჩბეკ i30-ის წარმოება მარტში დაიწყო და როგორც „ჰიუნდაი“ იუწყება, მასზე უკვე 57 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ წინა თაობის i30 ევროპაში შარშან კორეული კომპანიის ბესტსელერი იყო. მან უკან მოიტოვა ix20 და ix35. „ჰიუნდაის“ მიერ ევროპაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 70 პროცენტი იზმიტსა და ნოსოვიცეშია გამოშვებული. კორეელები ჩეხეთში i30-ის გარდა, ix20-ს და ix35-საც აწარმოებენ, თურქეთში კი i20-ს უშვებენ და მალე i10-ის გამოშვებასაც დაიწყებენ. თურქთში „ჰიუნდაის“ პარტნიორია იქაური კომპანია „კიბარ ჰოლდინგი“.

„ჰიუნდაი“ გეგმავს, რომ ევროპულ ბაზარზე საკუთარი წილი 3.5 პროცენტამდე გაზარდოს. შარშან კორეული კომპანიის ევროპული წილი 2.9 პროცენტი იყო. პირველ ხუთ თვეში, წილი 3.3 პროცენტამდეა გაზრდილი, რასაც ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ შარშანდელთან შედარებით, 10 პროცენტით მეტი ავტომობილია (187 667) გაყიდული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1