„ჰიუნდაი“ წელს 150 000 „სანტა ფეს“ გაყიდვას უმიზნებს!
სალო ავტო 2015-12-04 2427 ნახვა





„ჰიუნდაი“ დიდ იმედებს ამყარებს თავის ახალ, მესამე თაობის ქროსოვერ „სანტა ფეზე“, რომლის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა. კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ მთელს მსოფლიოში წელს 150 000 „სანტა ფეს“ გაყიდვას შეძლებს. კორეული კომპანია საშინაო ბაზარზე, ამ კლასში უცხოური კომპანიებისგან გაზრდილ კონკურენციას აწყდება. ახალი „სანტა ფეს“ გამოშვებით კი, პოზიციების გამყარებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ საშინაო ბაზარზე „ჰიუნდაი“ 40 000-ზე მეტი „სანტა ფეს“ გაყიდვას გეგმავს, უცხოეთში კი 110 000 ცალი გავა. ევროპაში ახალი „სანტა ფეს“ გაყიდვები ივნისში იწყება, ამერიკაში ის ივლისში გამოჩნდება, ჩინელებისთვის კი ეს ქროსოვერი ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მართალია, კორეულმა კომპანიამ წელს რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოება დაიწყო, თუმცა მათგან გლობალური მოდელი მხოლოდ „სანტა ფეა“.

სამხრეთ კორეამ ახლახანს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააფორმა, რამაც ამ რეგიონების ავტოკომპანიებს, მათთვის ადრე შეუღწევად კორეულ ბაზარზე შესვლის საშუალება მისცა. ამის შედეგი ისაა, რომ კორეული საავტომობილო ბაზრის 10 პროცენტს უკვე უცხოური კომპანიები აკონტროლებენ. არადა, საუკუნის დასაწყისში მათ წილად მხოლოდ 1 პროცენტი მოდიოდა. სხვათა შორის, ნიუ იორკში „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ უცხოური კომპანიებისგან გაზრდილი კონკურენციის მიუხედავად, საშინაო ბაზარზე, „სანტა ფეზე“ უკვე 15 000-ზე მეტი წინასწარი შეკვეთაა მიღებული.

„ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ „სანტა ფეს“ გაყიდვები მერმისს 385 000-ს მიაღწევს. არადა, მეორე თაობის „სანტა ფეს“ გაყიდვები თანდათან ეცემოდა. მაგალითად, ევროპაში შარშან მისი გაყიდვების მოცულობა 1.4 პროცენტით, 13 549-მდე შემცირდა. ახალი ავტომობილი, რომელიც „ჰიუნდაის“ მთავარ აღმასრულებელ კიმ ჩონ-ჰოს თქმით, პრემიუმ მოდელია, ამ ტენდენციას საპირისპირო მიმართულებით შემოაბრუნებს. გლობალურ ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი „აუდის“ Q5 იქნება.

„ჩვენ ამ ავტომობილის შესაძლებლობებში იმდენად დარწმუნებულები ვართ, რომ ის პრემიუმ მოდელად წარმოვადგინეთ. იმავდროულად, „სანტა ფე“ საწვავის ეკონომიური ხარჯითაც გამოირჩევა - ერთი ლიტრით 17 კილომეტრს გაგატარებთ“, - ამბობს კიმ ჩონ-ჰო.

აღსანიშნავია, რომ წინა „სანტა ფემ“ ბაზარზე შვიდი წელი გაძლო. ახალი კი კორეული კომპანიის გამაში ბოლო მოდელია, რომელიც კორპორატიულ სტილ „თხევად სკულპტურაში“ შესრულდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ხუთ და შვიდადგილიან ვერსიებად დაამზადებენ. უფრო დიდი ვერსია კი „ვერაკრუზს“ შეცვლის, რომელიც ამს ახელით აღარც გამოვა.

 

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1