„ჰიუნდაი“ „ბეემვეს“ მე-3 სერიის კონკურენტის გამოშვებას აპირებს
სალო ავტო 2016-03-19 2650 ნახვა

„ჰიუნდაი“ ბოლო წლებში გაყიდვების რეკორდებს რეკორდებზე ამყარებს, თუმცა მის პროდუქციაზე მოთხოვნის განუხრელი ზრდის მიუხედავად, ყველანაირად ცდილობს, არ გაზარდოს საწარმოო სიმძლავრეები. კორეული კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მთავარი მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა, რაც მომხმარებლებს შორის ავტორიტეტის გამყარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

ამასთან, „ჰიუნდაი“ და მისი შვილობილი „კია“, სულ უფრო ინტენსიურად ცდილობენ მაღალი კლასის სეგმენტებში შეღწევას. „ჰიუნდაის“ შემთხვევაში, ამის თვალსაჩინო მაგალითებია „ჯენეზისი“ და „ეკუუსი“, „კიამ“ კი ახლახანს მაღალი კლასის სედანი „ქუორისი“ გაგვაცნო.

ისეთი მოდელების განახლებით, როგორებიცაა „ელანტრა“ და „სონტა“, ასევე კუპე „ველოსტერის“ წარმოების დაწყებით, „ჰიუნდაიმ“ მყიდველთა შორის ავტორიტეტი გაიმყარა, რაც მომხმარებელთა ლოიალობის კოეფიციენტის ზრდაში აისახა. ეს კი შესანიშნავი პლაცდარმია შემდგომი ზრდისა და განვიტარებისთვის.

ასეთი წარმატებების შემდეგ, ლოგიკური გაგრძელება უფრო მეტი პრემიუმ პროდუქტის გამოშვება იქნებოდა. პირველი ნაბიჯისთვის კი კომპაქტური პრემიუმ სეგმენტი საუკეთესო ადგილია. გამოცემა „ავტომოტივ ნიუსი“ გვაუწყებს, რომ ამჟამად „ჰიუნდაიში“ სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობენ. მათს მიზანს, უკანაამძრავიანი კომპაქტური ავტომობილის გამოშვება წარმოადგენს, რომლითაც კონკურენციას „ბეემვეს“ მე-3 სერიის სედანს და „კადილაკის“ შესაბამისი კლასის სედან ATS-ს გაუწევენ, რომელიც მალე გამოვა ბაზარზე.

წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „ავტომოტივ ნიუსს“ განუცხადა, რომ მოდელს, რომლის წარმოების შესაძლებლობაც ამ ეტაპზე განიხილება, RK-ს უწოდებენ. თუ მას მწვანე შუქს აუნთებენ, მაშინ ის ახლანდელ კუპე „ჯენეზისის“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზე ააგებენ.

„ავტომოტივ ნიუსი“ ვარაუდობს, რომ კომპაქტური უკანაამძრავიანი „ჰიუნდაი“ ბაზარზე 2015 წელზე ადრე არ გამოჩნდება.

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1