რემბრანტ ვან რეინი
თეკლა კულტურა 2016-01-10 16753 ნახვა

ჰოლანდიამ სამყაროს მისცა ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი, რემბრანტ ვან რეინი (1606-1669)

 

 

 

 

მისი ნამუშევრები უაღრესად მრავალფეროვანია ჟანრის თვალსაზრისით და მაყურებლის თვალწინ იშლება ადამიანთა გრძნობებისა და განცდების სიღრმისეული სულიერი სამყარო.
მისი პიროვნება მაყურებლის თვალწინ განსაკუთრებული სიღრმით მისი ავტოპორტრეტების საშუალებით იხსნება. ავტოპორტერებს იგი ხატავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ადრეული ასაკიდან დაწყებული, როდესაც იგი საკმაოდ წარმატებული და მოდური მხატვარი გახლდათ, ღრმა სიბერემდე, როდესაც მის სახეზე აღიბეჭდა სიმარტოვის სიმწარე და გაკოტრების ტრაგედია და ასევე დიდი ადამიანის დაუთრგუნავი ნება.

 

 

 

 

რემბრანტი დაიბადა მდიდარი მეწისქვილის ოჯახში. ლათინური სკოლის დასრულების შემდეგ ქალაქ ლეიდენის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ მიანება, რადგან გადაწყვიტა, რომ მხატვარი გამხდარიყო. უკვე ამსტერდამში მან ძალიან სწრაფად მოიხვეჭა პორტრეტისტის სახელი, შეირთო მდიდარი ქალიშვილი, იყიდა სახლი და დაიწყო ხელოვნების ნაწარმოებების შეგროვება. რემბრანტის პირველი მეუღლე სასკია ვან იულენბორხი იყო. სწორედ ამ ქოწინებით დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი. სასკია ხშირად ფიგურირებს ამ პერიოდის ნაწარმოებებში. მისი სახის ნაკვთები გამოსახულია, არა მარტო პორტრეტებში, არამედ სხვა სურათებსა და გრავიურებზე. მისი ადრეული პერიოდის ნაწარმოებები შექმნილია ბიბლიურ თემებზე, გამოირჩევიან ფერთა თამაშით და ღრმა ფსიქოლოგიზმით, რაც საკმაოდ უცხო იყო იმ პერიოდის ჰოლანდიური მხატვრობისათვის. 1631 წლიდან იგი გადადის საცხოვრებლად ამსტერდამში და მუშაობს პატარა ფარდულში სახელით "ფერწერის აკადემია". სწორედ ამ ფარდულში იღებდა რემბრანტი დაკვეთებს. 1642 წელს სასკია გარდაიცვალა, რემბრანტი გახდა მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი, მაგრამ ინტერესი მისი შემოქმედებისადმი ნელ-ნელა ეცემოდა, ის სულ უფრო მეტად იხლართებოდა ვალებში. გარკვეული წლების შემდეგ გაიყიდა მისი სახლი, ნივთები კი აუქციონზე გაიტანეს. მხოლოდ მეორე მეუღლისა და ერთადერთი ვაჟის ტიტუსის მხარდაჭერამ გადაარჩინა იგი სრული გაკოტერებისაგან. მაგრამ ეს ორი ერთგული ადამიანი ცხოვრებიდან მასზე გაცილებით ადრე წავიდა და სიკვდილის წინ მას გაცვეთილი ტანისამოსის, ფუნჯისა და საღებავების გარდა აღარაფერი გააჩნდა.
რემბრანტმა იცოდა, რომ არ იყო ლამაზი. საკუთარ სახეს სწავლობდა სარკეში ყოველგვარი შიშისაგან თავისუფლად. მის სახეში არ იგრძნობა პოზირება, ამპარტავნება, მხოლოდ ჩანს მხატვრის მომთხოვნი, გამომცდელი თვალი, რომლის სურვილს წარმოადგენს საკუთარი გარეგნობიდან ადამიანთა სახის ყველა საიდუმლოს ამოცნობა.რემბრანტის პორტრეტებს გამოარჩევს პიროვნების სრული დახასიათება, ფუნჯის ვირტუოზული გამოყენება. რემბრანტის პორტრეტები გამოირჩევიან იმით, რომ მაყურებელი მათთან თითქოს ძალიან ახლო კონტაქტში შედის, თითქოს გადმოგვეცემა მათი სითბო, მარტოობის, დარდის თანაგრძნობის სურვილი. რემბრანტის დაჟინებული, შემსწავლელი მზერა აღწევდა ადამიანთა სულების ფსკერამდე

 

 

 

 

რემბრანტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის რელიგიურ თემაზე შესრულებული ნაწარმოებია “უძღები შვილის დაბრუნება”. სურათზე ასახულია იგავის უკანასკნელი ეპიზოდი, როდესაც უძღები შვილი ბრუნდება სახლში და მოხუცი მამა მას ჯერ კიდევ შორიდან შენიშნავს, შეეცოდება იგი, მივა და ჩაეხუტება, მაშინ, როდესაც მამასთან სახლში დარჩენილი უკმაყოფილო ძმა არ გამოვა გარეთ. თავის წინამორბედ მხატვრებისგან (დიურერი, ლუკა ლეიდენელი) გასხვავებით, რომლებიც უძღები ვაჟის დაბრუნებას ან თავაშვებულ კომპანიაში ან ღორებთან მოქეიფეს ასახავდნენ, რემბრანტმა ყურადღება სწორედ მამისა და შვილის შეხვედრასა და პატიებაზე გაამახვილა. სახლის წინ არსებულ მცირე ზომის ბაქანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. სურათის მარცხენა ნაწილში მუხლმოდრეკილი უძღები ვაჟია გამოსახული. მისი სახე არ ჩანს. მამა ნაზად ეხება მის მხრებს. მთავარს, როგორც მას სჩვევია, სინათლით გამოჰყოფს და ამით იზიდავს მნახველის ყურადღებას. ვაჟის გადაპარსული თავი და დაფლეთილი სამოსი მეტყველებენ მის დაცემაზე. მხოლოდ საყელო მიგვანიშნებს ვაჟის წარმომავლობას, სიმდიდრეს. რემბრანტს შეეძლო სცენის შინაგანი შინაარსის გახსნა მწირი საშუალებებით, ძლიერი ემოციების გადმოცემა კი უკიდურესად თავშეკავებულად.

 

 

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 16753-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 56
26º
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6193
ევრო
3.0693
რუბლი
3.9538
ლარი
1