ლეონარდო და ვინჩი
T.G ლეგენდა 2016-02-03 6812 ნახვა

 

 XVIსაუკუნით დასავლეთ ევროპულ ხელოვნებაში ახალი პერიოდი იწყება, რომელსაც “ჩინკვეჩენტოს” ან მაღალ რენესანსს უწოდებენ.  XVI  საუკუნეში მოღვაწეობდნენ ლენარდო და ვინჩი, ალბრეხტ დიურერი, მიქელანჯელო ბუონაროტი, ტიციან ვეჩელიო, რაფაელ სანტი და კიდევ მრავალი სხვა თვალსაჩინო მხატვარი. ეს ეპოქა ხელოვნების ისტორიაში რენესანსის დასასრულის ეტაპად ითვლება.ლეონარდო და ვინჩი უნივერსალური ადამიანის ყველაზე მკაფიო მაგალითია. ხელოვნებასა და მეცნიერებას ის თანაბარმნიშვნელოვნად იკვლევდა და კომპლექსურად სწავლობდა ყველაფერს. ეძებდა მშვენიერების და ჰარმონიის გამოსახვის ახალ ხერხებს,  ამასთანავე  იკვლევდა შავი ჭირის გამომწვევ მიზეზებს, ფიქრობდა ადამინის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, ატარებდა სამეცნიერო კვლევებს,  ადგენდა არქიტექტურულ და საიჟონრო პროექტებს.

ლეონარდო მუდმივად აკეთებდა ჩანაწერებს და ჩანახატებს, რომლებშიც უამრავი აღმოჩენის და განუხორციელებელი ექსპერიმენტის ამოკითხვაა შესაძლებელი. ბუნების შესწავლას, დაკვირვებას და გამოცდილებით მიღებულ ცოდნას ლეონარდო და ვინჩის მხატვრობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ლეონარდი და ვინჩი იყო აღორძინების ხანის იტალიელი მხატვარი, არქიტექტორი, მოქანდაკე, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბუნებისმეტყველი, იტალიური რენესანსის იდეალის “უნივერსალური ადამიანის” (ლათ.  ჰომო უნივერსალე) ტიპის ბრწყინვალე წარმომადგენელი. მას ჯადოქარს, ეშმაკის მსახურს, იტალიელ ფაუსტს, ღვთაებრივ სულს ეძახდნენ. ლეონარდოს მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო ფლორენციაში, ხოლო დედა – კატერინა, უბრალო გლეხის ქალი გახლდათ. ლეონარდომ 14 წლის ასაკში დაიწყო სწავლა თვალსაჩინო ფლორენციელი მხატვრისა და მოქანდაკის ვეროკიოს სახელოსნოში. ცნობილია, რომ ვეროკიომ ლეონარდოს დაავალა დაეხატა ანგელოზი სურათისათვის “ქრისტეს ნათლისღება”. ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა იმ დროის სამხატვრო სახელოსნოებში, სადაც მასწავლებელი სურათს თავის დამხმარე მოწაფეებთან ერთად ხატავდა. ლეონარდოს ანგელოზის ხილვის შემდეგ,  გაოცებულმა ვეროკიომ გადააგდო ფუნჯი და მას შემდეგ ფერწერას აღარ დაბრუნებია, წერს ვაზარი.მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მონა ლიზა, ხელოვნების ნიმუშებს შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარულია.

მონა ლიზა გარკვეულწილად მხატვრობის სახე ხატადაც არის მიჩნეული. გავრცელებული აზრი მონა ლიზას მაგიური გამოხედვის შესახებ, ლეონარდოს ხედვის თავისებურებიდან გამოდინარეობს და ახალი მხატვრული ხერხებით მიიღწევა. პირველი მიზეზი, რაც ამ ნუმუშევარს იდუმალ და ამოუხსნელ მოვლენად აქცევს მისი  ღიმილია - თითქოს მუდმივად ცვალებადი გამომეტყველება. ეს ეფექტი ლეონარდო საგანგებო ტექნიკით მიიღწევა, რომელსაც სფუმატო ქვია.მონა ლიზას თვალების და პირის ბოლოები ისეა დამუშავებული, რომ იქმნება ე.წ. მაგიური ეფექტი, თითქოს მისი გამომეტყველება იცვლებოდეს.  ლეონარდოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწარმოებია მილანის სანტა მარია დელე გრაციას მონასტრის სატრაპეზოში ტორცულ კედელზე განთავსებული “საიდუმლო სერობა”. ბერები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც პირველად გახსნეს მოხატულობა, რადგან საოცარი იყო მათი თანაყოფნის ეფექტი, მათ ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი თითქოს აღმოჩდნენ ღვთაებრივი მოვლენის მონაწილენი. თითქოს გაიხსნა კედელი და მაყურებლის თვალწინ წარსდგნენ ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზის დამსწრენი.
 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17343-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 31
24º
11º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6972
ევრო
3.0921
რუბლი
4.1098
ლარი
1