სიქსტის კაპელა-წარმოუდგენელი ქრისტიანული ხელოვნება
თეკლა კულტურა 2016-01-02 19466 ნახვა

 

 

სიქსტის კაპელა პირველად პაპ სიქსტუს IV-ის დროს XV საუკუნეში მოიხატა. მაშინ რომის პაპმა საუკეთესო მხატვრები პიეტრო პერუჯინო, სანდრო ბოტიჩელი და მიქელაჯელოს მასწავლებელი დომენიკო გირლანდაიო მიიწვია. XVI საუკუნის დასაწყისში კი იულიუს II მიქელანჯელოს კაპელის ჭერის კედლის ფრესკა დაუკვეთა. იულიუს II ჩინკვეჩენტოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ყოველთვის საუკეთესო მხატვრებს იწვევდა და კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკურ და რელიგიურ ავტორიტეტს შექმნილი ხელოვნების ნიმუშებით კიდევ უფრო ამტკიცებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხატვრებს უკვე დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ. შედეგად მიქელანჯელო გარკვეულ შემთხვევებში დამკვეთს ეწინააღმდეგებოდა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის საკუთარ განსაკუთრებულ პირობებს ითხოვდა.

 

მოხატულობის თავდაპირველი სქემა განსხვაებული იყო და თორმეტი მოციქულის გამოსახულებას გულისხმობდა. თუმცა მიქელანჯელომ უფრო დატვირთული პროგრამა შექმნა. ფრესკა კათოლიკური ეკლესიის ძირითად დოქტრინებს ასახავს. სამყაროს, ადამიანის შექმნა, პირველი ცოდვა, ნოეს ისტორია მოხატულობის ცენტრალური ნაწილებია. ჭერის დანარჩენ სივრცეზე კი სიმეტრიულად წინასწარმეტყველების და ძველი აღქმის სხვა სიუჟეტები ნაწილდება.

 

მოხატულობის ამ რთულ პროგრამაში მიქელანჯელო არქიტექტურულ სივრცეს ბოლომდე ითვალისწინებს. ყოველი კომპოზიცია დამოუკიდებელია და სრულ პერსპექტიულ მთლიანობას არ იძლევა. სხვადსხვა რაკურსების შედეგად ყოველ სცენას განსხვავებული განათება აქვს. მკვეთრი, ღია ფერები და მოცულობითი, ძლიერი ფიგურები მიქელანჯელოს ქანდაკებისთვის დამახასიათებელ მონუმენტურ და დრამატულს განცდას განაპირობებს. მთლიანი მოხატულობის მოწესრიგებულ სისტემაში იდეურად გაერთიანებული უამრავი მხატვრული სახე, განსხვავებულ სივრცეებში, დინამიურად აღიქმება.

 

 სიქსტის კაპელის მოხატულობა ადამიანისა და ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს ერთობასა და კონფლიქტზეა აგებული. სამყაროს შექმნა თითქოს ნებაა, ღმერთის და ადამის კავშირი სიცოცხლის დაბადება, პირველი ცოდვა კი უკვე შექმნილ სამყაროში არსებობაა. მიქელანჯელოს ეს ციკლი არსებობის ნებას ასახავს. ადამიანის და ღმერთის ტრაგიკულ ურთიერთობას და კაცობრიობის მუდმივ წინააღმდეგობებს.

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17789-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+11
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 81
11º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6818
ევრო
3.0299
რუბლი
4.0185
ლარი
1