ერთი ლეგენდის შეუპოვრობა ან როგორ დაიბადა «Billie Jean» ?
თაკო ლეგენდა 2016-08-05 1195 ნახვა

 

1979 წელს მაიკლ ჯექსონს მამამისთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მას შემდეგ პოპულარობის ზღვაში მარტო ჩაეშვა. იმავე წელს მან გამოუშვა «Off The Wall» რომლის 4 სინგლიც ტოპ 10-ეულში შევიდა, ორმა მათგანმა მოწინავე პოზიციები გაინაწილა, თავად მაიკლმა კი გრემის ჯილდო დაიმსახურა ნომიცანიისთვის:«საუკეთესო ვოკალი R'n'B ჟანრში. ეს კი მხოლოდ მისი წარმატების დასაწყისი იყო. თუმცა მაიკლის მიღწევებში ყველას თანაბრად როდი სჯეროდა. როცა ჯექსონმა თავის პროდუსერს ქუინსი ჯონს განუცხადა, რომ სურდა ისეთი ალბომის შექმნა, რომლის თითოეული სიმღერაც ჰიტი იქნებოდა, მას ეს სასაცილოდაც არ ეყო. როგორც გაირკვა ახალგაზრდა არ ხუმრობდა.

ალბომზე მუშაობა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 3 თვიანი მუშაობის შემდეგ კომპანია CBS-ის დამზადებულმა ალბომმა მაიკლში უკმაყოფილება გამოიწვია. მას იმდენად არ მოეწონა მიღებული პროდუქტი, რომ კომპანიას ულტიმატუმი წაუყენა. ან დროს აძლევდნენ ალბომის გადამუშავებაზე, ან ის საერთოდ არ გამოვიდოდა.
კომპანიამ დათმო და ალბომი სახელად «Thriller» აგვისტოს ნაცვლად 1982 წლის 30 ნოემბერს გამოვიდა. სწორედ მაშინ დაიწყო თავბრუდამხვევი რამ:


კომპანიის ჩანაფიქრმა- გაყიდულიყო 2 მილიონი ეგზემპლარი გეგმას 20-ჯერ გადააჭარბა. სულ რაღაც სამ წელიწადში კი «Thriller» გინესების რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გაყიდვადი ალბომი პოპ მუსიკის ისტორიაში. 37 კვირის განმავლობაში ალბომი აშშ-ს ჰიტებს ლიდერობდა. 9-დან 7 სიმღერა საუკეთესო 10-ეულში შედიოდა. დღეს ჩვენ სწორედ ამ ალბომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლზე, «Billie Jean-ზე»  ვისაუბრებთ.

 

 

«Billie Jean»

 

 

 


«Billie Jean» დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მაიკლის ეს სიმღერა მის რეპერტუარში ყველაზე წარმატებულია, თუმცა იმ დროს ამას ბევრი ვერ ხვდებოდა. სიმღერის პირველი კრიტიკოსი უკვე ნახსენები ქუინს ჯონსი გახლდათ.თავდაპირველად იგი აცხადებდა, რომ სიმღერა სუსტი იყო, შემდეგ მას პრეტენზია ზედმეტად გრძელ შესავალზე ჰქონდა, ბოლოს კი, სიმღერის დასახელებას აკრიტიკებდა. მიუხედავად ამ არგუმენტებისა, მაიკლი პროდუსერის კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა.

 

ჯექსონი: « ვგრძნობდი, რომ ის პოპულარული გახდებოდა. ამ სიმღერაში მთელი სული ჩავდე. მახსოვს ერთხელ ჩანაწერებს შორის შუალედში ნელსონ ჰაისომთან ერთად მანქანით გზატკეცილზე მივდიოდი. ჩემს თავში "ბილი ჯინი" ჟღერდა და მე მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. ჩვენ გზატკეცილიდან გადავედით, როცა მოტოციკლეტისტი წამოგვეწია და გვითხრა, რომ ჩვენ მანქანას ცეცხლი ეკიდა. მაშინაც კი, როცა დახმარებას გვიწევდნენ და სიტუაციიდან გამოსავალს ვეძებდით თავში მხოლოდ აღნიშნული სიმღერა მიტრიალებდა».

 

იმისათვის, რომ ჯექსონს დაემტკიცებინა «Billie Jean-ის» "ძალა" მან მუშაობაში მთელი სული და გული ჩადო.  როგორც ამბობდნენ სინგლის "მუზა" მაიკლის თაყვანისმცემელი გახდა, რომელიც ჯერ ამტკიცებდა, რომ ის ტყუპების მამა იყო, ხოლო შემდეგ საჩუქრად იარაღი გაუგზავნა, მუქარით, რომ საკუთარ თავს მოიკლავდა. სიმართლე კი სხვაგვარი იყო. მაიკლმა განაცხადა, რომ ეს არა ერთ , არამედ ყველა თაყვანისმცემელზე შექმნილი მუსიკა იყო, რომლებიც მას და მის ძმებს მოსვენებას არ აძლევდნენ.

 

 

 

 

პროდუსერის გარდა, მაიკლის ნაშრომს კლიპის რეჟისორი სტივ ბაირონიც არ სწყალობდა. მისი თქმით ცეკვა ამ სიმღერასთან ყოვლად შეუსაბამო იყო. და ისევ... მაიკლი და მისი შეუპოვრობა:

 

ჯექსონი:"მე სხვანაირად ვფიქრობდი. ეს მშვენიერი ცეკვა იყო. მარტო ის რად ღირდა, როცა თითის წვერებზე ვდგები. ეს სპონტანური იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა მოძრაობა."


 

 



კლიპს სადაც ჯექსონი მოციმციმე კვადრატებზე ცეკვავს დიდი წარმატება მოჰყვა. თუმცა მაიკლს აქაც მოუხდა ბრძოლა. MTV-ის ხელმძღვანელობა «Billie Jean-ის» გაშვებაზე უარს ამბობდა. მათი ქვეტექსტი ასეთი იყო:" არა,არა,არა, ჩვენ როკზე ვართ ორიენტრებულნი ეს კი მაიკლ ჯექსონია, თანაც ის ზანგია."
თუმცა ცხადია ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით სხვა მოგონებები აქვს. ასე იყო თუ ისე, კლიპის გატანა მაინც მოხერხდა. ჯექსონი იყო პირველი შავკანიანი, რომლის ვიდეოკლიპიც MTV-ზე გავრცელდა.


ამაზე ისტორია არ მთავრდება. 1983 წელს ფირმა «Mottown-ის» 25 წლის იუბილეზე სწორედ «Billie Jean-ზე» გამოიყენა მაიკლმა თავისი ლეგენდარული moonwalk-ი

 

 

 

ჯექსონი: "ჩაწერამდე ერთი დღით ადრე ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი სოლო გამოსვლის დროს. ღამე იყო. ჩავედი სამზარეულოში და იქ დავიწყე სიმღერა. მელოდიაზე მოძრაობებს ვაკეთებდი და ეს თავისთავად ხდებოდა. პრაქტიკულად ცეკვა თავად დაიბადა .რითმს  გზა დავუთმე და ნება მივეცი ჩემთვის მოძრაობები ეკარნახა. მე კი ისღა დამრჩენოდა მას დავწეოდი"

 

 


 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 15061-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 14
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4791
ევრო
3.0282
რუბლი
4.0254
ლარი
1