"მე უბრალოდ მომკლავენ... ძალიან საშიში საქმეა,"- ივანიშვილის ყოფილი მეუღლე სასამართლო დავაზე
პოლიტიკა 2015-12-07 1458 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლის ინგა პავლოვას განცხადებით მას შემდეგ რაც განქორწინების თაღლითურად გაფორმების ბრალდებით ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მას საქართველოს ყოფილი პრემიერის გარემოცვა უკავშირდება, მათ შორის ბანკ რასიისკი კრედიტის (რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაარსა) სამმართველოს უფროსი, პოლიაკოვი შეხვედრას სთხოვს და გარკვეულ შეთავაზებას უკეთებს. ამის შესახებ განცხადება პავლოვამ „განსხვავებულ აქცენტებში“ გააკეთა:

„თუ ბორისი და პოლიაკოვი ფიქრობენ, რომ ავღანეთში ან აფრიკის რომელიმე ქვეყანაში, ან თუნდაც რუსეთში, სადაც კანონები არ მუშაობს, ყველაფერს იყიდიან, საფრაგეთში ასე არ იქნება და ისინი დაისჯებიან. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, როგორც ჩანს ბორისს მიუვიდა უწყება ფრანგული სასმართლოდან და პოლიაკოვმა ნერვიულობა დაიწყო. ის 3 ნოემბერს დამიკავშირდა და დაჟინებით მეუბნებოდა, რომ ჩამომაკითხავდა სადაც ვიყავი, აინტერესებდა სად ვიმყოფებოდი, მთხოვდა მობილური ტელეფონის ნომერს. მეუბნებოდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩავსულიყავი მასთან შესახვედრად და მგზავრობის ყველა ხარჯს დამიფარავდა. მატყობინებდა, რომ ჩემთვის კარგი შემოთავაზება ჰქონდა. რათქმაუნდა ამაზე არ დავთანხმდები, რადგან უბრალოდ მომკლავენ, მე უბრალოდ მომკლავენ. ადვოკატმა მითხრა, რომ არავისთან არ შევსულიყავი კონტაქტში, რადგან ძალიან საშიში საქმეა. ბუნებრივია არავის არ ვეტყვი სად ვიმყოფები, “- განაცხადა ინგა პავლოვამ.

 

 

 

წყარო: ნიუპოსტი

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1