FERRARI FF
დავით ჩუბინიძე ავტო 2015-02-26 1996 ნახვა

დიდი ხნის მანძილზე Ferrari უარს აცხადებდა ექსპერიმენტის მოწყობაზე და სუპერქარის წარმოების ტრადიციის ერთგული რჩებოდა, მაგრამ კონკურენტების წარმატების შემხედვარემ, ძალის მოსინჯვა გადაწყვიტა და რევოლუციაც დადგა!  ჯერ, შვეიცარია შემდეგ ჟენევა, იტალიელებმა სტენდზე გამოაგორეს Ferrari FF-პირველი სამკარიანი Ferrari და პირველი სრულამძრავიანი მანქანა მარანელოდან.

Ferrari ეს მოდელი ძიერად მოქმედებს ადამიანზე, თუმცა რთულია ამ მოქმედების კონკრეტული მიზეზი დაასახელო. ალბათ,  მთავარი მაინც ძარაა. ის აწყობილია Alcoa-ს, Ferrari-ს დიდი ხნის პარტნიორის, ალუმინის სივრცობრივ ჩარჩოზე. მისი დაპროექტება ისევ Pininfarina-ს დიზაინატელიეში მოხდა,  მაგრამ ეს უკვე Shooting-Brake-ია! უნივერსალის უკიდურესად იშვიათი ნაირსახეობით ადრე გატაცებულნი იყვნენ ინგლისელები და ძარის მწარმოებელი პატარა კომპანიები. მაგალითისთვს შეიძლება  Z3-ის ბაზაზე შექმნილი BMW M Coupe მოვიყვანოთ.

FF ძალზე ადვილად იშიფრება-Ferrari Four, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მანქანა ოთხადგილიანია. ამით ის ფაქტობრივად 612 Scaglietti-ს მემკვიდრე ხდება. ზომებით FF თითქმის მთლიანად 612-ე მოდელის ასლია. მისი სიგრძე 4907 მმ-ი (-4 მმ-ი), სიგანე 1953 მმ-ი (+5 მმ-ი), სიმაღლე 1379 მმ-ი (+35 მმ-ი). თუმცა FF 50 კგ-ით მჩატეა (1790 კგ-ი) ზემოთაღნიშნულ მოდელზე.

ამასთან FF-ს უფრო მძლავრი ძრავა გააჩნია.  ავტომობილი აღჭურვილია 12 ცილინდრიანი ატმოსფერული, უშუალო ჩაფრქვევიანი ბენზინის ძრავით. 6.3 ლიტრიანი ძრავიდან მარანელოელებმა 660 ცხენისძალა და 683 ნმ-ი „მოხსნეს“. შეგახსენებთ, რომ Scaglietti-ს 120 ცხენისძალით ნაკლები ძრავა აქვს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ Ferrari FF-ის აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3.7 წმ-ში ხდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. შერეულ ციკლში საწვავის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე 15.4 ლიტრია, რაც სისტემის Stop&Start დამსახურებაა.


რა თქმა უნდა, აჩქარებაში სიახლეს ეხმარება არა მარტო ძლიერი ძრავა, არამედ 7 საფეხურიანი რობოტიზებული, ორმოჭიდებიანი გადაცემათა კოლოფი F1-ი, რომელიც მასის საუკეთესო გადანაწილებისთვის, Transaxle სქემის მიხედვით, უკანა ღერძთანაა გადატანილი. დასახელება - Four, მანქანის სრულამძრავიანობაზე მიუთითებს. ტრანსმისია 4RM მოწყობილია ისე, რომ ბრუნთა მომენტის უმეტესი ნაწილი უკანა ბორბლებისკენ გადააქვს. დაწვრილებითი ტექნიკური მონაცემები ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ იტალიელები ირწმუნებიან, რომ 4RM ანალოგიურ სისტემებზე 50%-ით მჩატეა.


სხვა შემადგენელი ნაწილებიც ეჭვს არ იწვევს: Brembo-ს კარბონო-კერამიკული მუხრუჭები, მძლავრი ამორტიზატორები, 450-დან 800 ლიტრამდე მოცულობის საბარგული კი ნამდვილად სიახლეა სუპერქარების სეგმენტში.

რა ღირს და როდის გამოჩნდება გაყიდვაში ახალი ავტომობილი? ამის შესახებ  ჯერ Ferrari-ში არაფერს ამბობენ, რადგან FF-ი ჯერ ისევ კონცეპტქარია. თუმცა, ალბათ სრულამძრავიანი Shooting-Brake-ი პროტოტიპებში დიდხანს არ ივლის, რადგან იტალიელების ეს ნაბიჯი ძალზე სერიოზულიგანაცხადია და ერთი ხელის მოსმით, ამ რევოლუციურ პროექტზე  უარის თქმას არ აპირებენ.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21189-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 22
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9275
ევრო
3.2445
რუბლი
4.3846
ლარი
1