HEAT ♡
სალო ლეგენდა 2017-03-23 5098 ნახვა




  Heath Ledger 





ჰიტ ლეჯერი ნამდვილად საოცარი ადამიანი იყო, კეთილი,  დიდი ნიჭით დაჯილდოებული. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიროვნება და დიდი ადამიანი. სწორედ მან შექმნა ლეგენდარული ჯოკერის პერსონაჟი და არა მარტო ჯოკერის... ყოველი მისი პერსონაჟი გასაოცარი და დასამახსოვრებელი იყო თითოეული ჩვენგანისთვის... მოდით უკეთ გავიცნოთ ის...


ნამდვილი სახელი: ჰიტ ენდრიუ ლეჯერი (Heath Andrew Ledger)
დაბადების თარიღი: 04 აპრილი 1979
დაბადების ადგილი: პერტი,ავსტრალია
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.85 მ
პირველი ფილმი:1984




ჰიტკლიფ ენდრიუ ლეჯერი 1979 წლის 4 აპრილს დაიბადა ქალაქ პერტში(დასავლეთი ავსტრალია). მისი დედა – სელი ლეჯერ ბელი, ფრანგული ენის მასწავლებელია, მისი წინაპრები შოტლანდიური კემბელების გვარის წარმომადგენლები იყვნენ; მამა – კიმ ლეჯერი, ავტომრბოლელი და მთის ინჟინერი პერტში ცნობილი ოჯახიდანაა. მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ჰიტი 10 წლის იყო, ბიჭი დედასთან დარჩა, მაგრამ მამასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. 
ბიჭებისთვის განკუთვნილ გილფორდის გრამატიკულ სკოლაში სწავლის დროს სწავლისას ჰიტკლიფი აქტიურად დადიოდა სპორტზე სკოლის ხოკეის გუნდში, ცეკვით იყო გატაცებული, და თან კიდევ სკოლის თეატრალურ სტუდიაში თამაშობდა. 17 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰიტი მეგობართან ერთად სიდნეიში გაემგზავრა, ქალაქში, სადაც მისი სიტვებით ყველა ოცნება სრულდება. 1996 წელს მან მიიღო ველოსიპედისტი–გეის როლი სატელევიზიო სერიალში ახალგაზრდა სპორტსმენებზე 'ოფლი', მისი ნამუშევარი შეამჩნიე, და 1997 წელს ლეჯერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში მოზარდების ცხოვრებაზე 'Blackrock'. ამ ნამუშევრების დახმარებით ის ავსტრალიაში საკმაოდ ცნობილი ხდება, და ის დაპატიჟეს აშშ–ში გადაღებებზე, კომპანია Fox სერიალში 'Roar'. 1999 წელს მსახიობმა კინოაგენტი შეიძინა ჰოლივუდში და ახალი როლები მიიღო: ჯერ შავ კომედიაში 'Two Hands', მალე კი ახალგაზრდულ კომადიაში '10 Things I Hate About You'.









2006 წელს ლეჯერმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურ რომანტიულ დრამაში 'კენდი', რომელმაც სამშობლოშიც და საერთაშორისო კინოფესტევალებზე აღიარება დაიმსახურა. 2004 წლის ზაფხულში კანადაში, 'კუზიანი მთის' გადაღებებზე, ლეჯერმა გაიცნო მსახიობი მიშელ უილიამსი, რომელთანაც ერთად სამი წელი იცხოვრა. 28 ოქტომბერს 2005 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი მატილდა როუზი. 2007 სექტემბერს წყვილმა განშორების შესახებ გამოაცხადა.









სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი ავსტრალიელ მოდელს და მსახიობს ჯემა უორდს ხვდებოდა. 22 იანვარს 2008 წელს 15:31 ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს თავის ნიუ–იორკის ბინაში მანხეტენზე. გამომცემლობა TMZ–ის თანახმად, 6 თებერვალს გამოქვეყნდა პათანატომების ანგარიში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ლეჯერი გარდაიცვალა ექიმის მიერ გამოწერილი წამლის ჭარბი დოზით, რომელთა შორის იყო ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები და საძილე საშუალებები. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში არ არის მოხსენიებული მსახიობის სისხლში ნაპოვნი წამლის კონცენტრაციები, და თუ რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია ჰიტ ლეჯერის(Heath Ledger) სიკვდილი. NYPD–ს ანგარიშში ჩამოთვლილია მხოლოდ ის წამლები, რომლებმაც გამოიწვია მძიმე ინტოქსიკაცია. მათ შორისაა დამამშვიდებლები Xanax-ი, Valium-ი და Lorazepam-ი, ასევე საძილე საშუალებები: Restoril-ი და Unisom-ი.




 

 








ჰიტს აქვს ნათამაშები ფილმებში:



1. ექიმი პარნასის წარმოსახვა(2009)
The Imaginarium of Doctor Parnassus
2. მუქი რაინდი (2008)
The Dark Knight
3. მე აქ არ ვარ (2007)
I'm Not There
4. ქენდი (2006)
Candy
5. დოგთაუნის მეფეები(2005)
Lords of Dogtown
6. კაზანოვა (2005)
Casanova (2005)
7. კუზიანი მთა (2005)
Brokeback Mountain
8. ძმები გრიმები (2005)
The Brothers Grimm
9. კელის ბანდა (2003)
Ned Kelly
10. The Order(2003)
11. მონსტრების მეჯლისი (2001)
Monster's Ball
12. რაინდის ამბავი (2001)
A Knight's Tale
13. რაინდის ისტორია (2001)
King Tale A
14. პატრიოტი (2000)
Patriot
15. ორი ხელი(1999)
Two Hands
16. ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი (1999)
10 Things I Hate About You




  სურათები:  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1