IMF-ის წარმომადგენლებმა მთხოვეს, ქადაგიძე არ დაიჭირო და აპატიეო ამბობს ივანიშვილი
K პოლიტიკა 2015-06-04 2385 ნახვა

 " ქართუ ბანკის საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან [გიორგი ქადაგიძემ] კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნებ, აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია, გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი. ”

 

 

4 ივნისი, 2015 განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. ის გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ "ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააპატიმრა, რადგან მან ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა".





წყარო: www.tabula.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20582-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+30
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
30º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7664
ევრო
3.0995
რუბლი
4.3046
ლარი
1