New York Times–ის სამყარო: „ჭკვიანი“ პრემიერა
სოფო კულტურა 2015-05-16 2064 ნახვა

     მოსკოვში სტარტი აიღო დოკუმენტალურმა კინოფესტივალმა Beat Film Festival. ფესტივალის ფარგლებში ენდრიუ როსის სურათის „პირველი სვეტი The New York Times–ში" (Первая полоса: внутри The New York Times) პრემიერა გაიმართა. სიუჟეტი – უმსხვილესი ამერიკული გაზეთის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი, როდესაც ინტერნეტის გავლენით ჟურნალისტიკისა და მედია–ბიზნესის საზოგადოდ მიღებული მოდელები იწყებენ ცვლილებას.

     მოსკოვის პუბლიკას, რომელიც გვიან საღამოს „წითელ ოქტომბერში“ შეიკრიბა, სურათი ფილმის ორმა მთავარმა გმირმა წარუდგინა: New York Times–ის წამყვანი მედია–ექსპერტი დევიდ კარი და ტიმ არანგო,  The New York Times–ის ბაღდადის ბიუროს ხელმძღვანელი.

     სეანსის დაწყებმადე ცოტა ხნით ადრე მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დისკუსიის მონაწილეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოაყენეს: რა ელის ჟურნალისტიკას მომავალში, რა პროექტები დადეგება სოციალური ქსელების წინაშე?

     რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი თითოეულ ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მედიის განვითარების გზების პროგნოზირება უკვე დღეს შეიძლება. ნაწილობრივ სწორედ ამ თემას ეხება „პირველი სვეტი“. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ ცვლის თანამედროვე სოციალური მედია არამარტო ტრადიციულ ჟურნალისტიკას, არამედ ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობას( ჩვენ თვითონაც ვხედავთ ამას – გაიხსენეთ, საპროტესტო მოძრაობა რუსეთში სწორედ facebook–ზე დაწყო.)




წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21448-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
20º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1