Teen Spirit- ახალი ქართული ფილმი
ანა მათიაშვილი კულტურა 2015-05-31 3432 ნახვა

 

მუსიკოს და რეჟისორ კოტე კალანდაძის ფილმი 15 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში იქნება წარმოდგენილი. 

TEEN SPIRIT - ახალგაზრდული სულისკვეთება, „იარაღი ყველა დაბერებული და დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ზნეობის წინააღმდეგ, ისეთი ზნეობის რომელიც ჩემში არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია“ - ამ იდეით მოძრაობენ TEENSPIRIT-ის გმირები შო და კოტე მათთვის სასურველი ტალღის ძიებაში.

 


რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ერთი დღის ისტორია, რომელშიც რეჟისორი გვიხატავს ჯანსაღი და დამოუკიდებლად მოაზროვნე ახალგაზრდების პორტრეტებს და მათ როლს საზოგადოების განვითარებაში. მუდმივი მოძრაობის ჟინით და თვითრეალიზების გულწრფელი სურვილით შეპყრობილი ფილმის გმირები სხვადასხვა სუბ-კულტურების წარმომადგენლები არიან. ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი წინაღობის მიუხედავად, ისინი ცდილობენ თავიანთი ახლებური ხედვის დამკვიდრებას Underground მიმდინარეობებში.



საკუთარი საქმიანობის ერთგულება, სწრაფვა დასახული მიზნების მისაღწევად და ბრძოლა საზოგადოების მხრიდან აღიარებისთვის - ამ ყველაფრის სიმბოლოა დღის ბოლოს დაგეგმილი კონცერტი, რომელსაც ჩაშლა ემუქრება. ფილმი არამხოლოდ თემატურად, არამედ სტილისტურადაც პირველი დამოუკიდებელი პრექტია ამ მიმართულებით. ფილმი გვიხატავს ქართულ შემოქმედებით რეალობაში არსებულ პრობლემებს და დატვირთულია ამ პრობლემებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი მუსიკალური ჩართვებით. ფილმში შეგნებულად არის გამოყენებული რამოდენიმე სიმბოლო, როგორიცაა თვითონ ფილმის სათაური - 90იანელი თაობების ჰიმნი, რომელიც მუსიკალური რევოლუციისა და ახალი ცნობიერების ჩამოყალიბების საწყისი გახდა. 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21448-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
20º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1