ZAGATO – 2012 წლის ბოლოს გამოვა
დავით ჩუბინიძე ავტო 2015-03-02 2296 ნახვა

გასული 98 წლის მანძილზე საუკეთესოდ მიჩნეული Aston Martin-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ V12 Zagato-ს კონცეპტს პროდუქციაში ჩაუშვებენ ანუ საგზაო ვერსია გამოჩნდება.

მხოლოდ 150 ერთეულს ააწყობენ და მათი ფასი 330 000 გირვანქა სტერლინგით დაიწყება. V12 Zagato-ს ყველა მოდელი ხელნაკეთი იქნება Aston Martin-ის გრეიდონის გლობალურ ცენტრში და პირველი მოდელების გამოჩენას 2012 წლის მეორე ნახევრისთვის ვარაუდობენ. ხელმძღვანელობა ყურადღებით მიადევნებს თვალყურს სამუშაო პროცესს.

Aston Martin-ის შესაძლებლობების დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ გავიხსენოთ, როდის დაიწყო V12 Zagato-ს დიზაინზე მუშაობა. ეს 2010 წლის შუალედში მოხდა. საინჟინრო საქმეს კი 2011 წლის იანვრიდან მოჰკიდეს ხელი. რამდენიმე თვის შემდეგ V12 Zagato კონცეპტებსა და პროტოტიპებს შორის საუკეთესოდ აღიარეს და დააჯილდოვეს კიდეც ვილა დ'ესტეს „ელეგანტობის კონკურსზე", იტალიაში. ამ ღონისძიებიდან ერთი კვირის შემდეგ, მოდელის გამძლეობა „ნიურბურგრინგის 24 საათიან რბოლაში" დამტკიცდა იმით, რომ მან ფინიშამდე მიაღწია.

ზემოთ ნახსენებმა ორმა ღონისძიებამ დაამტკიცა, რომ V12 Zagato-თი ბევრი ავტომოყვარული დაინტერესდა. სწორედ ამიტომ Aston Martin-ის ხელმძღვანელობამ მისი პროდუქციაში ჩაშვება გადაწყვიტა.

 V12 Zagato-ს კონსტრუქციაში გამოიყენება ალუმინის და კარბონის ნაერთის შასი. მოდელი აღჭურვილია 6.0 ლიტრიანი, 510 ცხენისძალიანი, V12 ძრავით, რომლის ბრუნთა მაქსიმალური მომენტი 570 ნმ-ს აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი შეზღუდულია ელექტრომოწყობილობით 325 კმ/სთ-მდე.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20582-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+30
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
30º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7664
ევრო
3.0995
რუბლი
4.3046
ლარი
1