თმის ნიღბები
ანა მათიაშვილი მაკიაჟი/ვარცხნილობა 2015-08-24 1331 ნახვა

აქ თქვენ ხედავთ, რამოდენიმე სასარგებლო თმის მოვლისთვის საჭირო ნიღბებს...

 

ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და თითო კოვზი ატმისა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე და ორ საათს გაიჩერეთ. თუ ამ ნიღაბს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ – თმის ცვენა შეგიმცირდებათ და თქვენს ბუნებრივ სამკაულს ბრწყინვალება შეემატება.

ერთი პაკეტი (25 გრამი) უფერული ინა გააზავეთ იმდენ კეფირში, რომ არაჟანისებრი მასა მიიღოთ. ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთს და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არამარტო გაამაგრებს თმის ძირებს და შეაჩერებს ცვენას, არამედ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებას შესძენს.

თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია კოსმეტიკური თიხისა და ზღვის მარილის ნიღბების საშუალებით. შეიზილეთ მათი მასა თმაში, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თიხასა და ზღვის მარილს ადრსობრირების თვისება გააჩნიათ და თმის ფოლიკულებს ზედმეტი ცხიმისგან ათავისუფლებენ.

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
24º
11º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.2158
ევრო
2.5429
რუბლი
3.3439
ლარი
1