ვინ იყო ფრედი მერკური? ნაწილი 1
თაკო ლეგენდა 2015-09-29 3976 ნახვა

 

 

 

 

1946 წლის 5 სექტემბერს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში, ინდოეთის ოკეანის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა ფარუხ ბალსარა, მსოფლიოსათვის ცნობილი, როგორც ფრედი მერკური. ფარუხის სახლში არანაირი ტექნიკა არ იყო. იმაზე თუ რა ხდებოდა მსოფლიოში, მისი მამა -ბომი, მეზობლისაგან იგებდა, რომელიც რადიოს უსმენდა.ფარუხი და მისი 7 წლით უმცროსი და კაშირა მშობლების უსაყვარლესი შვილები იყვნენ. ბომი და ჯენი ბალსარები აკეთებდნენ ყოველივე შესაძლებელს თავიანთი შვილებისათვის. ოჯახში დიდ როლს თამაშობდა რელიგია.1950 წელს, როდესაც ფრედის შეუსრულდა 5 წელი, მისი ოჯახი საცხოვრებლად არანაკლებ ეგზოტიკურ მხარეში, ბომბეიში გადავიდა. მერკურის მამის რწმენით სწორედ ამ ადგილას იყო საუკეთესო სკოლები.

 

ფრედის ძალიან უყვარდა ბომბეი. ის ხშირად სეირნობდა და დიდ დროს ატარებდა მის ქუჩებში. პატარა ბიჭმა წმინდა პეტრეს სახელობის ინტერნატში ჩააბარა, რომელიც 50 მილის დაშორებით იყო ბომბეისაგან. აქ მან გაიცნო თავისი ცხოვრების პირველი სიყვარული გიტა ბარუჩა (Gita Bharucha.) ფრედი შესანინავი სპორტსმენი იყო. მას სერიოზული მიღწევები ჰქონდა კრიკეტში, კრივში და მაგიდის ჩოგბურთში.სწორედ ამ სპორტის სახეობაში გახდა ის სკოლის ჩემპიონი. სწორედ აქ, ამ სკოლაში მიიღო ფრედიმ ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები.11 წლის მერკური უსმენდა მრავალფეროვან მუსიკას. ის სიამოვნებით უსმენდა ოპერას, რომლის თაყვანისმცემლებიც მისი მშობლები იყვნენ. ასევე, უსმენდა რომანტიკულ მელოდიებს, პარალელურად კი ტკბებოდა ინდური სიმღერებითაც. აპატარა ფრედი, სრულიად ახალი ჟანრის- როკ-ენ-როლის ჩამოყალიბების მოწმე გახდა. რომელიც იმ დროისათვის მსოფლიოს იპყრობდა.

თავისი პირველი სიმღერა ფრედიმ 12 წლის ასაკში დაწერა. მისი სახელია «I'm Going To The Top» (მე მაღლა მივიწევ). მოგვიანებით თავის ინტერვიუში ფრედი იტყვის, რომ ამ სიმღერამ მისი მომავალი იწინასწარმეტყველა.

 

 

 

 

14 წლის ფრედისათვის სამყარო სრულიად შეიცვალა. მისი ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. ლონდონის გარეუბანს ფრედიმ ფეხი ვერა და ვერ აუწყო. ყოველდღე აქტიურ და ენერგიულ ბიჭუნას,ხალხის ნაცრისფერ ტალღასთან შეხვედრა, ავტობუსის ლოდინი და აილვორტის სკოლა ელოდებოდა, სადაც მისი უცხო გარეგნობა და ლაპარაკის მანერა მუდმივი დაცინვის საბაბი იყო.

როდესაც ფრედი 19 წლის გახდა ბრიტანეთი ხმაურიანი ეპოქის მოახლოებაში ჩაერთო. ბრიტანელი ახალგაზრდები შეუერთდნენ პროტესტანტ ამერიკელებს, რომლებიც თავიანთი გამოსვლებით აპროტესტებდნენ ვიეტნამის ომს. ეს იყო გაუთავებელი წვეულებების, ნარკოტიკების, ფულის, მოდისა და მუსიკის ეპოქა. ბრიტანელი მოზარდები იტალიური მოდის მომდევრები იყვნენ. ეს იყო «Beatles-სა» «Rolling Stones-ის» დრო.


მერკურის კლასელები სარეცხის ფხვნილის შეფუთვის შექმნით იყვნენ დაკავებულნი, როცა 24 წლის ფრედიმ რამდენიმე ესკიზი დახატა და ოცნებებში გადეშვა. მოულოდნელად წამოდგა, შემოტრიალდა. მას ბარხატის შარვალი ეცვა, ხელში მიკროფონად სახაზავი ეჭირა. ცალი ხელით საკუთარ წარმოდგენაში მოსმენილ მუსიკას დირიჟორობდა. სახე ექსტაზის მდგომარეობას გამოხატავდა. მან წაიმღერა «იისფერი მზერა ჩემს ოცნებებში...»გავა 6 წელი, მას ხელში სახაზავის ნაცვლად სადგამიანი მიკროფონი ეჭირება, რომელზეც გიტარის დაკვრის იმიტაციას შექმნის და ათასობით ფანი ბისზე გამოიწვევს. თუმცა აქამდე დღევანდელმა გამოსვლამ აუდიტორია გულგრილი დატოვა.

 

 

 

 

სწავლებაში აქცენტი ხელოვნებაზე კეთდებოდა. სტუდენტებს მიეცემოდათ თემა, რომლის განვითარება საკუთარი ფანტაზიის ხარჯზე უნდა განეხორციელებინათ. ერთ-ერთი მორიგი თემა, რომელიც მერკურის კლასმა მიიღო იყო <მეჯლისი დედოფლის ბაღში>. სტუდენტებს ევალებოდათ შეექმნათ სტუმრების ესკიზები. ეს იყო პირველი დავალება, რომლეშიც მერკურიმ მიიღო მონაწილეობა. იმ დროს მან არ იცოდა, რომ ეს მისი ბედისგანმსაზღვრელი იქნებოდა...

 

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 25949-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+23
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 30
23º
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2537
ევრო
3.8267
რუბლი
4.285
ლარი
1