ვინ იყო ფრედი მერკური? (ნაწილი 2)
თაკო ლეგენდა 2015-09-30 3279 ნახვა

ნაწილი 1

 

 

 

 

 


მათი კარიერა ლონდონის იმპერიალ-კოლეჯის კორიდორებში იწყებოდა.ფიზიკის სტუდენტმა ბრაიან მეიმ გადაწყვიტა როკ-ჯგუფის შექმნა. მას მხარი აუბეს ყოფილმა სტომატოლოგიურის სტუდენტმა როჯერ ტეილორმა და ხელოვნების მიმართულების სტუდენტმა ტიმ სტაფელმა. სწორედ ეს 3 ადამიანი იყო ჯგუფ «Smile-ის» წევრი.

 

როკ-მუსიკაში პირველი ნაბიჯები ჯგუფმა 1965 წელს გადადგა. მეგობრებმა ამერიკულ ფირმასთან კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ერთი სინგლი ჩაწერეს. «Smile-მა» იმავე წელს  ინგლისის კოლეჯებსა და კლუბებში კონცერტების ჩატარება დაიწყო.1979 წლამდე ჯგუფმა 6 ბას-გიტარისტი გამოიცვალა, მანამ, სანამ ჯგუფში ჯონ დიკონი არ მივიდა. «Smile-მა» სახელი შეიცვალა და მას «Queen» ეწოდა. სახელწოდება მერკურიმ მოიფიქრა. მან თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: '' ეს სახელი მარტივია, მაგრამ ის დიდებულად და გრაციოზულად ჟღერს. ის ერთმნიშნვნელოვანია , ამიტომაც არავის აერევა''

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-z6tbDmYaPjw/Tpr_PvGwlwI/AAAAAAAAC7I/n-wLkLNM5zA/s1600/Freddie-Mercury-Live-at-Wembley.jpg

 

 

 

 

როდესაც ჯგუფმა კონტრაქტი EMI-ისთან გააფორმა, «Queen» პოპულარობის ფაზაში შედიოდა.  თუმცა მანამდე ,მათი პირველი სინგლი «Keep Yourself Alive» რადიოს ეთერში არ გაუშვეს. არც პირველ ალბომს დაუმსახურებია მოწონება. პირიქით, მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ჯგუფმა ფაქტობრივად ფიასკო განიცადა, თუმცა მისი წევრები დანებებას არ აპირებდნენ. განსაკურებული შემართებით კი მერკური გამოირჩეოდა. მართალია ფრედი ჯგუფის უპირობო ლიდერი იყო (სწორედ ის იყო ჯგუფის უმეტესი კომპოზიციების ავტორი. სწორედ  მას ეკუთვნის ისეთი ჰიტები როგორებიცაა «Bohemian Rhapsody», «Love Of My Life», «We Are The Champions», ) ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი და ჯონ დიკონი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები იყვნენ. ისინი ჯგუფისათვის უმნიშნვნელოვანესი ფიგურები იყვნენ. ამიტომ «Queen-ს» ''ყურების ჩამოყრის'' არანაირი საბაბი არ ჰქონდა. უნიჭიერეს მუსიკოსთა ოთხეული შრომას განაგრძობდა.

 

 

 

 

 

''მერკური არამხოლოდ ნიჭიერი მუსიკოსი, არამედ შესანიშნავი მსახიობიც იყო. ის უზომოდ შრომისმოყვარე ,ძალიან თავდაჯერებული და მიზანსწრაფული იყო.  დროის შეგრძნება პრაქტიკულად არ ჰქონდა. ამ ყველაფერს ხელს კი ის უწყობდა, რომ იგი არაერთი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ის შესანიშნავად ფლობდა საკუთარ სხეულს. მისი პლასტიკა მოწოდების სიმაღლეზე იყო. საკუთარ საქმეს ბოლომდე აკეთებდა. ყველაფერთან ერთად ფრედი ფეთქებადი ხასიათისა იყო და როცა რამე არ გამოსდიოდა მოთმინებას კარგავდა.'' იხსენებს ჰოჯესი.

 

 

ჯგუფის წარმატების მთავარი გასაღები მათი მრავალფეროვნება იყო. ისინი თავიანთი შესრულებული ჰარდ-როკით, ნებისმიერი ჯგუფის ჰევი-მეტალს უთანაბრდებოდნენ. ასეთივე წარმატებით უკრავდნენ დისკოს. «Another One Bites The Dust», «Under Pressure». ისინი ქმნიდნენ საოცარ ფუტურისტულ ხმებს მაგალითად «Radio Ga Ga», და როკ-ბალადებს «It's A King Of Magic», «The Are The Days Of Our Lives».

 

1975 წელს «A Night At The Opera-ს» გამოჩენის შემდეგ, მსოფლიო ოპერას ეჭვი აღარ ეპარებოდა ჯგუფის სიდიადეში.ალბომის საწყისი იყო « ბოჰემური რაფსოდია»- როკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდული კომპოზიცია.ეს სიმღერა 9 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. მისი მიღწევის რეკორდი მხოლოდ ბრაიან ადამსის სიმღერამ «Everything I Do I Do It For You-მ» მოხსნა. ისიც მას შემდეგ, რაც ფრედი  მუსიკით კი არა, არამედ სიკვდილთან ბრძოლით იყო დაკავებული.

 


ალბომმა «A Night At The Opera» მუსიკალური ვიდეორგოლების წარმოებაშიც მოახდინა რევოლუცია. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა...


ჯგუფმა ტელევიზიაში ყველაზე პოპულარულ გადაცემაში «Top Of The Pops» ჩაწერა ვერ მოასწრო. ამიტომ მუსიკოსებმა სთხოვეს რეჟისორ ბრუს ჰოვერს გადაეღო სარეკლამო ფილმი, რომელშიც ჯგუფი თავის ერთ-ერთ სიმღერას წარმოადგენდა.ეს იყო კლიპი სიმღერაზე ბოჰემური რაფსოდია, რომელმაც მუსიკალურ შოუ-ბიზნესში ახალი მოდა დაამკვიდრა. ახლა უკვე ნებისმიერ სიმღერაზე, რომელიც ჰიტებში გადიოდა იღებდნენ კლიპებს.

 

 

 

 

«Queen-ის» ყოველი ახალი ალბომი ფანების არმიას ზრდიდა. პოპულარობის პიკში, მარტო ბრიტანეთში ჯგუფის ფან კლუბში 50 000-ზე მეტი ფანი ირიცხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერკური ყველაზე ექსტრავაგანტული როკ ვარსკვლავი იყო, როცა საქმე რაიმე პირადულს ეხებოდა ის საკუთარ თავში ჩაკეტილი და მორცხვი ხდებოდა. მერკური მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ეპატაჟური იყო. მან  1976 წელს გამართულ კონცერტზე გაოცებაში მოიყვანა ლონდონური პუბლიკა, როცა სცენაზე საცვლისამარა და შავი ლაქით წარსდგა.ერთი წლის შემდეგ კი ნიუ-იორკი აღფრთოვანებაში მოიყვანა მისმა თამამმა გამოსვლამ, როცა მან სცენაზე ტანსაცმელი შემოიხია და აქაც საცვლისამარა დარჩა.

 

 

 

 

 

 

1986 წლის გასტროლები ჯგუფისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. 400 000 ფანი ბრიტანეთიდან და მილიონი მთელი ევროპიდან. ეს სულ რაღაც 6 კონცერტზე.


ფრედი მერკური რეგალიებით აღჭურვილი, მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მუქი წითელი მანტია და გვირგვინი- მუსიკა, როკი, დიახ!... ეს კოსტუმი მისი შესაფერისი იყო. ლეგენდა, რომელიც არ იყო უბრალოდ ცნობილი ...

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 23498-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+10
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 5
10º
-2º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.8944
ევრო
3.1914
რუბლი
4.6313
ლარი
1