ვინ იყო ფრედი მერკური? (ნაწილი 3)
თაკო ლეგენდა 2015-10-05 3545 ნახვა

ნაწილი 2

 

 

ფრედი მერკურიმ და პროდუსერმა რეინოლდ მაკმა ერთმანეთი 1979 წელს გაიცნეს.მაშინ, როცა «Queen» მიუნხენში მდებარე ლეგენდარულ სტუდიაში «The Musicland-ში» იწერებოდა.სწორედ ამ სტუდიაში წერდა თავის ცნობილ ჰიტებს პროდუსერი ჯორჯიო მოროდერი.
ფრედის ძალიან მოეწონა ქალაქი. იქ 2 წელი იცხოვრა და ბევრი მეგობარიც შეიძინა.როგორც ნიუ-იორკი, ასევე მიუნხენი იყო გეი-კულტურის მექა. ფრედის მოსწონდა თავისუფლება. უყვარდა ისეთი ადგილები, სადაც გააკეთებდა ყველაფერს რაც მოესურვებოდა და არავინ განიკითხავდა.ჩვეულებრივ მერკური თავისი პირადი ცხოვრების ამ მხარეს ყოველთვის ჩრდილში ტოვებდა და არ უყვარდა მასზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ არა მიუნხენში.აქ მერკურიმ შეძლო ყოფილიყო ის რაც იყო. მას უყვარდა სიცოცხლით სავსე რაიონში ყოფნა რასაც ''ბერმუნდის სამკუთხედს'' უწოდებდნენ აქ მრავლად იყო ხალხმრავალი კლუბები ჰომოსექსუალთათვის.

მაკი იხსენებს: '' ვფიქრობ მიზეზი თუ რატომ დადიოდა ფრედი ასე ხშირად მიუნხენში, მაღალგანვითარებული გეი-კულტურა იყო. აქ ის თავს ისე გრძნობდა, როგორც დედამიწის ვერცერთ კუთხეში ვერ იგრძნობდა''


ფრედის რამდენიმე მეგობარი ამტკიცებდა, რომ ის გატაცებაზე და გართობაზე უარის თქმასა და ოჯახის შექმნას აპირებდა.ამაში უჩვეულო არაფერი იყო. მერკური მერი ოსტინთან ერთად 7 წელი ცხოვრობდა და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ. მაკის თქმით, მერკურის ოცნება, ჰქონოდა ოჯახი, ბავშვობიდანვე მოსდევდა. პატარაობისას, ინტერნატში სწავლისას ის ახლობლებისაგან მოწყვეტილი იყო.
მაკი იხსენებს:

 «ფრედის რამდენჯერმე უთქვამს ჩემთვის: «შესაძლოა მალე მივატოვო ჩემი ''ცისფერი ამბები''». არ ვფიქრობ, რომ ეს უცნაური იყო. ფრედი თავის სექსუალურ ორიენტაციაში 24-25 წლის ასაკში გაერკვა.მანამდე მას არანაირი გადახრა არ ჰქონია. არ ვიცი რა გადახდა თავს, თუმცა მე მინახავს იგი ქალბატონების საზოგადოებაში, და ვიცი რომ ის მათ მიმართ გულგრილი არ იყო. პირიქით.
ერთხელ, 5 წლის წინ, მე ბუღალტერმა დამაღალატა, რის გამოც ფინანსური პრობლემები შემექმნა. როდესაც ფრედისთან ერთად განვიხილავდი ამ თემას მან მითხრა:
«ჯანდაბა, ეს ხომ მხოლოდ ფულია! რა გაწუწუნებს? შენ ყველაფერი გაქვს რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს. შენ გაქვს ოჯახი. გყავს ცოლი და შვილები. გაქვს ის რაც მე არასოდეს მეღირსება».

 

 

ფრედი და მერი

 

 

მაკი აღფრთოვანებული იყო ფრედის მუშაობით. მისი გადმოცემით მერკურის მუსიკის შესაქმნელად უმცირესი დრო სჭირდებოდა. ფრედის სულ რაღაც 6 საათი დასჭირდა როკ-ენ-როლის მუსიკის შესაქმნელად, რომელიც შემდეგ ჰიტად იქცა. პროდუსერი იხსენებს:

-'' ფრედის შეეძლო დაეწერა მუსიკა 20 წუთში. სახლიდან გამოსვილისას სტუდიაში მოსვლამდე მას შეეძლო გზაში მოეფიქრებინა რამე. ის გენიოსი იყო და მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი მასთან ურთიერთობით. ის არამხოლოდ დიდებული მუსიკოსი, არამედ შესანიშნავი პიროვნება და კარგი მეგობარი იყო. ის გულწრფელად ინტერესდებოდა ჩემით, ჩემი მეუღლითა და ჩემი შვილებით''

მიუნხენში ფრედის  ერთი გერმანელი, რესტორნის მფლობელი, ვინმე ვინი შეუყვარდა.  მათმა ურთიერთობამ წელიწადზე მეტ ხანს გასტანა. ის დრო რაც, ფრედი გერმანიაში იყო, ისინი ერთად იყვნენ. მაკი იხსნებეს:

-''ფრედი განსაკუთრებით ვინის საქციელმა მოხიბლა. ერთმანეთის გაცნობისას ვინიმ არ იცოდა ვინ იყო მერკური. როცა ფრედიმ უთხრა, რომ გარეთ მათ ლიმუზინი და მძღოლი ელოდათ, ვინიმ უპასუხა:

- ფეხებზე მკიდია. თუ გინდა ჩემტან ერთად ყოფნა წამოდი...

ფრედის მასში უბრალოება ხიბლავდა. ვინის არ აინტერესებდა მისი ფულები. მერკური ამ დროის განმავლობაში ფრთაშესხმული იყო. ის ხშირად რჩებოდა ვინის რესტორანში და მას დალაგებაში ეხმარებოდა. ამ საკითხში ფრედი ძალიან პედანტური იყო. ის ყველა წვრილმანს აქცევდა ყურადღებას. ვერ იტანდა, როცა სურათები არასწორად ეკიდა. მას ძალიან უყვარდა საყიდლებზე სიარული ის და ჩემი მეუღლე შოპინგზე ერთად დადიოდნენ.
სიყვარული ფრედის აფრთიანებდა. მას ისედაც არასდროს უჭირდა მუსიკისა და ტექსტის დაწერა, მაგრამ როცა ის შეყვარებული იყო, ეს ორმაგად უკეთ გამოსდიოდა. ფრედი არასოდეს წერდა მუსიკას დეპრესიის დროს. ამიტომაც არ აქვს «Queen-ს» სევდიანი მუსიკები. მართალია ბევრი თვლის, რომ მათი ერთ-ერთი ჰიტი  «The Show Must Go On» პესიმიზმით არის სავსე, თუმცა მე ასე არ ვთვლი. პირიქით ის სიცოცხლით, იმედითა და ენერგიით არის აღსავსე.''

 

 

 

 

 

 

უკანასკნელი 7 წლის გატარება ფრედიმ იბიცაზე გადაწყვიტა. როცა მერკურიმ მიუნხენის დატოვება გადაწყვიტა მაკს ეს არ გაჰკვირვებია:

 

- '' კენსინგტონში მისი ბინის რემონტი უკვე დასრულებულიყო და ფრედიმ გადასვლა გადაწყვიტა. მე არ ვფიქრომ, რომ მაშინ მან იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ. ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა . სადღაც 1986-1987წლების პერიოდში.  ის საოცრად ძლიერი ადამიანი იყო. მას შეეძლო საკუთარი თავის ხელში აყვა. სწორედ ამიტომ შეძლო ფრედიმ საკუთარ დაავადებასთან ბრძოლა. რომ არა მისი რწმენა და იმედი ის ამდენ ხანს ვერ გასტანდა. მიუხედავად ავადმყოფობისა, მერკური განაგრძობდა მუშაობას. მას უნდოდა დიდი ორკესტრული კომპოზიციის შექმნა. მას უყვარდა მუსიკის შერწყმა. მისი მუშაობა მონსერატ კაბალიესთან ერთად საინტერესო იყო, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მათი ხმები ერთმანეთს მოუხდა.

 

ფრედი მერკურის არასოდეს უღიარებია, რომ ის ჰომოსექსუალი იყო. ზოგი ფიქრობს, რომ ამას საკუთარი მშობლების ხათრით აკეთებდა, რადგან ისინი ღრმად მორწმუნენი იყვნენ. ნაწილი მიიჩნევს,რომ ყველაფერი კომერციული თვალსაზრისით დაიმალა, ზოგიც კი თვლის,  რომ მას უბრალოდ ფანების იმედგაცრუება არ სურდა. სიმართლე კი სულ სხვა იყო...

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 25950-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+23
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 30
23º
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2537
ევრო
3.8267
რუბლი
4.285
ლარი
1