ვინ იყო ფრედი მერკური? (ბოლო ნაწილი )
თაკო ლეგენდა 2015-11-08 3864 ნახვა

ნაწილი 3

ნაწილი2

ნაწილი 1

 

 

 

 

თებერვლის სუსხიან დილას, როცა ფრედი მერკური უემბლის სატელევიზიო სტუდიაში მივიდა რათა ემუშავა ვიდეოზე, რომელიც სინგლ «Im Going Slightly Mad-ისათვის» მზადდებოდა,გადამღები ჯგუფი შოკში ჩავარდა. ძველი, ენერგიული ფრედის მაგივრად მათ წინაშე გამხდარი, ფერმკრთალი, დასუსტებული მერკური იდგა. ის უწინდელ დაკუნთულ ფრედის არაფრით ჰგავდა. სახეზე ლაქები ჰქონდა, ტანსაცმელი კი ჩამოკონწიალებული ჰქონდა.

მას 9 თვის სიცოცხლე დარჩენოდა. სტუდიის თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ გადაღებები დროდადრო შეწყდებოდა, ან გადაიდებოდა. შიდსის შესახებ არაფერი თქმულა. ოფიციალური ვერსია ფრედის ავადმყოფობისა მუხლის ტკივილით შემოიფარგლა.


თავად მერკურიმ განცხადა


«დროდადრო უნდა დავისვენო ხოლმე, რათა მუხლის გადატვირთულობა შევამსუბუქო».


მის საგრიმიოროში საწოლი დადგეს. ოთახს 2 მცველი იცავდა.

 

 

 

 

 

 

 

გადაღებები 3 დღეს გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრედის ავადმყოფობის შესახებ არავინ ლაპარაკობდა, მაინც არსებობდა ეჭვი, რომ აქ მეტი იყო ვიდრე უბრალოდ მუხლის ტკივილი. მოგვიანებით გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავდა, რომ ერთ-ერთ სცენაში ფრედი მუხლზე დადგა, რასაც მტკივანი ფეხით ვერასოდეს გააკეთებდა.

 

''ბევრი ჩემი მეგობარი გარდაიცვალა შიდსით.მათსაც გარდაცვალების წინ ავადმყოფობის იგივე ნიშნები ჰქონდათ რაც ფრედის. ''


მერკურის სახე გრიმის სქელი ფენით იყო დაფარული. თავზე შავი პარიკი ეკეთა, ხოლო კოსტუმის შიგნით, სიგამხდრის დასაფარად გრძელკლავიანი მაისური ეცვა. ჩაცმის ასეთი უცნაური სტილი არავის გაუკვირდებოდა, რადგან ჯგუფი განთქმული იყო არაორდინალური ჩაცმულობებით. ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა.

 

5 წლის განმავლობაში მერკური ცხოვრობდა აზრით, რომ ის დაავადებული იყო შიდსით.მან საჯაროდ ეს მხოლოდ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე განაცხადა. მისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ.
ამბავი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ თვით ჯგუფის წევრებმაც კი ფრედის გარდაცვალებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე შეიტყვეს ამის შესახებ. ბრაიან მეი აცხადებს

 

 

:«ეს ფრედის პირადი საქმე იყო. ამით ის რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ჩვენ ვხვდებოდით, რომ ის კარგად არ იყო თუმცა ამაზე არავინ საუბრობდა. თავისი ავადმყოფობის შესახებ, მან გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გვიამბო».


მეიმ და ტეილორმა სიჩუმე დილის გადაცემაში სტუმრობისას დაარღვიეს.მეი ამბობდა:

 

«ფრედიმ მიიღო გადაწყვეტილება გაამხილოს თავისი ავადმყოფობის ამბავი. რა თქმა უნდა, მას შეუძლია შეცვალოს მომაკვდინებელი დიაგნოზი პნევმონიით, მაგრამ არა. მან თქვა «მე ეს უნდა გავაკეთო. აქ სამარცხვინო არაფერია».

 

 




ფრედიმ თავისი ავადმყოფობის გამოაშკარავებით, იმ ჭორებს, რომლებიც შოუ-ბიზნესში წლების განმავლობაში ტრიალებდა ბოლო მოუღო. მერკურიმ არ იცოდა, რმ განცხადების გაკეთებიდან სულ მცირე ხანში სიცოცხლეს დაასრულებდა. მან უბრალოდ ძალამ მოიკრიბა და საიდუმლო გაამხილა. რამდენიმ ხნით ადრე, სანამ ის გაიგებდა, რომ შიდსით იყო დაავადებული, საქველმოქმედო კონცერტშიც მიიღო მონაწიეობა, რომელიც შიდსით დაავადებულთა ფონდს ეკუთვნოდა.

იმ დროისათვის ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავმა მეჯიქ ჯონსონმა, განაცხადა, რომ შიდსით იყო დაავადებული და ამ დაავადებასთან ბრძოლის ფონდის ჩამოყალიბებას აპირებდა. მერკურიმ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ ამ აქციაში. მათ გადაწერეს ბოჰემური რაფსოდია, და დისკის გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ამ ფონდს გადაურიცხეს.   ჯუფის მენეჯერმა განაცხადა:


«ვიმედოვნებთ, რომ მეჯიქთან ძალების გაერთიანებით, ჩვენ სპორტსა და მუსიკას დაავადებასთან საბრძოლველად გავაერთიანებთ. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ შიდსის პრობლემა ყველას ეხება.».

 

 

 

 

 


ერთ-ერთმა ჟურნალისტმა-პაპარაციმ, რომელმაც ფრედის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაუღო ფოტო განაცხადა:

 

‘’არც კი ვიცი მაქვს თუ არა მისი ფოტოს გამოქვეყნების მორალური უფლება. ამ პერიოდში ფრედი მერკურის აღარ ადარდებდა მასზე მონადირე პაპარაცები. როდესაც მას ფოტო გადავუღე მაისურში და ჯინსებში იყო გამოწყობილი. თვალებს არ ვუჯერებდი. ის ძველი მერკურის მხოლოდ  აჩრდილიღა იყო. გამხდარი და ფერმკრთალი. ხალხი ქუჩაში მას ვერც კი სცნობდა.’’


ფრედის სიკვიდლის არ ეშინოდა. ერთ -ერთ თავის ინტერვიუში მან განაცხადა:

 

«თუ ხვალვე მოვკვდები არ ვიდარდებ, რადგან მართლა ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც ცხოვრებაში შემეძლო.»


ფრედი მერკური განსაკუთრებით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში იტანჯებოდა. მას აღარ შეეძლო ნორმალურად ჭამაც კი. უკანასკნელ დღეებში დასუსტებული ძლივსძლივობით ლაპარაკობდა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფანებმა, ჟურნალისტებმა და ახლობლებმა ლონდონის რაიონ კენსინგტონში, მის სახლთან მოიყარეს თავი. ფრედი იმაზე მალე გარდაიცვალა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. მისმა მშობლებმაც კი ვერ მოასწრეს ჩამოსვლა. მომღერლის სახლში უახლოესი წრე შეკრებილიყო. ჯგუფის წევრები, მერი ოსტინი, ელტონ ჯონი, კენი ევერეტი და დეივ კლარკი.

 

 

 

 

 


 

და მერკური გარდაიცვალა... როგორც იქნა ის მარტო დარჩა... უზარმაზარ საწოლში საყვარელი კატის გვერდით. ფრედი მერკურიმ სამუდამო სიმშვიდე მოიპოვა.

მისმა  უახლოესმა მეგობარმა კლარკმა განაცხადა: «ის იყო როგორც იშვიათი სურათი, რომელიც არასოდეს მეორდება ».

 

გარდაცვალების ოფიცილაური ვერსია შემდეგნაირად გავრცელდა: ფრედი მერკური საღამოს სახლში მშვიდად გარედაიცვალა. მიზეზი შიდსით ავადმყოფობა იყო.


ფარუხ ბალსარამ სიცოცხლე 24 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე დაასრულა.


ეს ლეგენდის დასასრული იყო...

 

 


 

 

p.s სტატიის ყველა ნაწილი მომზადებულია რიკი სკაის წიგნის ''ფრედი მერკურის''  მიხედვით.


 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 23498-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+9
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
-1º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.8944
ევრო
3.1914
რუბლი
4.6313
ლარი
1