ილია მართალი ( ჭავჭავაძე)
მარიამ კვერღელიძე ბიოგრაფია 2012-08-03 159 ნახვა

ბევრი მამულიშვილი გამოუზრდია საქართველოს, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი მათში ილია მართალს, ილია ჭავჭავაძეს უკავია. მან ადრევე იგრძნო თავისი მისია, 19 წლისამ დაწერა: ,,ერთან მისთვის ვლაპარაკობ რომ წარვუძღვე წინა ერსა".

 

 

 

 


დაიბადა 1837წლისა 27 ოქტომბერს ძველი სტილით, მშობლები ადრე გარდაეცვალა და დედმამიშვილებთან ერთად მამიდამ აღზარდა. დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ ილია პეტერბურგში აგრძელებს სწავლას იურიდიულ ფაკულტეტზე შემდეგ სწავლას თავს ანებებს და საქართველოში ბრუნდება. ილიამ სამშობლოში აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა წამოიწყო და მთელი ცხოვრება დაუღალავად ემსახურებოდა არჩეულ გზას . 1863 წელს დააარსა ჟურნალი ,,საქართველოს მოამბე",შემდეგ წლებში ,,ივერია", თავჯმდომარეობს ბანკს, სიკვდილამდე ხელმძღვანელობს ,,წერა -კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას"; აქტუირად იბრძვის საქართველოს ავტონომიისათვის და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. მას რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრად ირჩევენ, სადაც იგი ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხების დაყენებას აპირებდა მაგრამ ჩვენი ქვეყნის მტრები ილიას სიცოცხლეს მოუსწრაფებენ - 1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურთან...

 

 

ქართველმა ერმა ილია ვაჟას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვა მამულიშვილთა პირით დაიტირა . ,,მის სიკვდილშიაც იყო დიდი აზრი და საიდუმლო, რაც რა თქმა უნდა, ილიას მკვლელებს არ შეიძლებოდა სცოდნოდათ".(ლადო მინაშვილი), მათ ძალაუნებურად შარავანდედით შემოსეს და წმინდანად აქციეს ქვეყნისთვის თავდადებული. მკვლელები არ დაუსჯიათ, ასეთი იქნებოდა მისი სურვილიო, ბრძანა ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა...
ილიას მხატვრული შემოქმედება მცირეა, თუმცა ღირებული, ის მხატვრულ ნაწარმოებს ერის საჭიროებისთვის ქმნის, „ხელოვნება ხალხისთვის",აი მისი პათოსი. ის არც მწარე სიტყვას ერიდება და ამბობს:

,,ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ..." და იმავე
ლექსში :


,,ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"


მხატვრული ნაწარმოებებისგან განსხვავებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია მწერლის პუბლიცისტიკა, არ დარჩენილა არცერთი სფერო რომელსაც ილია მართალი არ შეხებია და თავისი კომპეტენტური აზრი არ გამოუთქვამს. ჭეშმარიტად მამად მოევლინა ის ქართველობას და მადლიერი შთამომავლობაც დღესაც იმეორებს მის სიტყვებს : „ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.თუ ამათ არ ვუპტრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!"


ილიასეული ძლიერი სიტყვა და საქმე დარჩა და მომავალშიც არ ელის გაქრობა. 2 აგვისტო ილიაობაა, ილია სიცოცხლეში სიამოვნებით აღნიშნავდა მოსახელე-მფარველი წმინდანის ხსენებას, დღეს კი მადლიერი ერი ილია წინასწარმეტყველთან ერთად ილია მართალსაც შეავედრებს საქართველოს.

 

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+14
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 10
14º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
1.752
ევრო
2.245
რუბლი
4.2685
ლარი
1