ახალაიას ციხის ბუნტის საქმეზე თავისუფლების 3 წლითა და 9 თვით აღკვეთა მიესაჯა
2017-03-20 1758 ნახვა

ასევე სასასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს 2 წლითა და 3 თვით საჯარო სამსახურში დანიშვნით თანამდებობაზე დანიშვნა ეკრძალება, გარდა ამისა, მას ჯარიმა 4000 ლარი დაეკისრა.

 
ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება მოეხსნა და 144 მუხლით დამნაშავედ იქნა ცნობილი.

 
ახალაიამ და დარბზაში დამსწრე საზოგადოებამ ერთ-ერთი ბრალდებულის რეზო ჭარბაძის განაჩენის გამოცხადებისთანავე დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოაცხადა.

 

ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

 
აღნიშნულ საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან რევაზ ჭარბაძე, მეგის ქარდავა და დავით ჭაკუა.

 
შეგახსენებთ, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთისა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდებთან დაკავშირებით სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართელებლი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ წაყენებულ მეორე ბრალდებას, რაც 7 სპეცრაზმელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებია და ამისთვის მას დრო 1 დეკემბრამდე აქვს.

 
რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის პასუხისგებაში სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიეცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: http://www.pirweli.com.ge/?menuid=11&id=46380

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20582-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+30
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
30º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7664
ევრო
3.0995
რუბლი
4.3046
ლარი
1