ბაჩო ახალაიას ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოუტანენ
2017-03-20 2920 ნახვა

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოუტანენ.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამწუთებში იწყება.

როგორც ბაჩო ახალაიას უფლებადამცველმა გიორგი ონიანმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, არსებითი განხილვა ობიექტურად მიმდინარეობდა და არ არსებობდა მტკიცებულება ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ.

“პროცესი წაიმართა ობიექტურად. ეს არის მოსამრთლის დამსახურება. თუ ამ ადამიანზე არ იქნება უპრეცედენტო ზეწოლა ლაშა ჩხიკვაძეზე, დარწმუნებული ვარ, რომ გამოიტანს კანონიერ გადაწყვეტილებას.ვინაიდან, საქმეში ბრალის დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გადაწყვეტილება იქნება გამამართლებებლი განაჩენი”,–განაცხადა გიორგი ონიანმა.

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ და მასთან ერთად ბრალდებულებმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სპეცრაზმელებს.ბაჩო ახალაიასთან ერთად თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.

წყარო: http://www.epn.ge/?p=171637

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20977-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+32
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 68
32º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.8845
ევრო
3.241
რუბლი
4.5787
ლარი
1