ვარსკვლავები, რომლებიც არასელებრითებზე არიან დაქორწინებული
ნინუცა შოუბიზნესი 2012-07-22 15 ნახვა

 

წითელ ხალიჩაზე ხშირად მოგვიკრავს თვალი ულამაზესი წყვილებისთის, უმეტეს შემთხვევაში ორივე მათგანი ნამდვილი ვარსკვლავი, ან უბრალო სელებრითია. ვარსკვლავები ან ამჯობინებენ თავიანთი მეორე ნახევარიც იმავე სფეროში მოღვაწეობდეს, ან ეს წყვილები ერთმანეთს უბრალოდ ბედმა დაუკავშირა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობენ ვარსკვლავები, რომლებმაც არჩევანი არასელებრითზე, საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანზე შეაჩერეს და დღემდე ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან. ქვემოთ თქვენ
რამდენიმე მათგანს შეხვდებით.

 

 

ჯულია რობერტსის წარუმატებელი ჰოლივუდური ქორწინებების შემდეგ მან საბოლოოდ იპოვა თავისი ცხოვრების მეგზური დენი მოდერი, ჩვეულებრივი მოქალაქე. წყვილს ჰყავს სამი შვილი, 4წლის ჰენრი და 7 წლის ტყუპები.


 

 

 

 

41 წლის მეტ დეიმონმა თავისი 35 წლის მეუღლე ლუსიანა ბაროსო 2003 წელს ერთ-ერთ ბარში გაიცნო, სადაც ლუსიანა მუშაობდა. „რაღაც დაუჯერებელი დამემართა, როდისაც ლუსიანა პირველად დავინახე და მივხვდი რომ ის ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო.“-ამბობს მსახიობი. წყვილმა 2005 წელს იქორწინა და მას შემდეგ მეტი შესანიშნავ მამობას უწევს როგორც ლუსიანას ქალიშვილს, ალექსას, ისე მათ ერთობლივ ქალიშვილებს, იზაბელას, სტელას და ჯაიას. 

 

 

 

 

კომიკოსი ადამ სენდლერი 45 წლის ასაკში შხვდა თავის მეუღლეს, ნაკლებად ნაცნობ მასხიობს 37 წლის ჯეკი ტიტონს. „Big Daddy”-ს გადაღებისას, სადაც გოგონას უმნიშნელო როლი ჰქონდა. წყვილმა 2003 წელს იქორწინა.


 

 

 

ცოტა თუ შეგხვდება ისეთი სკანდალური ქორწინება, როგორიც ჰქონდა 76 წლის რეჟისორ, ვუდი ალენს. მას შეუყვარდა საკუთარი პარტნიორის, მია ფეროუს ნაშვილები ქალიშვილი, 35 წლით უმცროსი სუნ-ი პრევინი. წყვილი დღემდე ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

 

 

 

 

 

რიზ უიზრსპუნს თავისი პრინცი წითელ ხალიჩაზე არ უპოვნია, მისი რჩეული ჯიმ ტოტი, CAA-  ის ერთ-ერთი აგენტია. მათ ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს, სადაც რიზდ ჯიმის ნასვამი მეგობარი დაეჯახა, ხოლო ჯიმმა მოხერხებულად გამოიყენა ეს შანსი მომხიბვლელი მსახიობის გასაცნობად.

 

 

 

მექსიკელ მსახიობ ქალს, სელმა ჰაიეკსა და მის მილიარდელ მეუღლეს, ფრანსის-ჰენრი პინოს შორის ურთიერთობა ყოველთვის ერთნაირად ჰარმონიული არ არის, თუმცა მსახიობი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ აძლიერებს მათ თანაცხოვრებას. წყვილი ერთმანეთს 7 წლის წინ შეხვდა იტალიაში და სანამ დაქორწინდებოდნენ, მოახერხეს და გააუქმეს ნიშნობა. თუმცა დღეს მათ მშვენიერი ქალიშვილი ჰყავთ და კვლავ ერთი ოჯახი არიან.

 

 

 

დენზელ ვაშინგტონი უკვე 36 წელია დაქორწინებულია პაულეტა პირსონზე. მათი შეხვედრის დროს პაულეტა დამწყები და უცნობი მსახიობი იყო. მათ ერთმანეთი ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას გაიცნეს სასტუმროს რესტორანში.

 

 

 

მისი ფილმების მსგავსად, რობერტ დე ნიროს ქორწინება გრეის ჰაითოვერთან სავსე იყო დრამით. წყვილმა 1997 წელს იქორწინა და ორი წლის შემდეგ განქორწინებაც მოახერხეს. მაგრამ მათ შეძლეს კონფლიქტის მოგვარება და 2004 წელს აღადგინეს თავიანთი ქორწინება.

 

 

 

48 წლის ნიკოლას კეიჯის რჩეული მასზე გაცილებით უმცროსი, 27 წლის ალიშა კიმი გახდა. გოგონა მიმტანად მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მსახიობი სადილობდა. ნიკოლას კეიჯისთვის ეს იყო მესამე ქორწინება, მოგეხსენებათ, მისი პირველი ორი ქორწინება საკმაოდ ვარსკვლავური იყო.

 

 


 

სამუელ ელ. ჯექსონი და მისი მეუღლე ლატანია რიჩარდსონი უკვე 32 წლის ცოლ-ქმარი არიან. ორივე მათგანი აქტივისტი იყო და ერთმანეთი სწორედ ერთ-ერთი სტუდენტური გამოსვლისას გაიცნეს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამინდის პროგნოზი
+36
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 13
36º
21º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
1.7555
ევრო
2.3652
რუბლი
5.0045
ლარი
1