|
"მინდა ხალხს ვახსოვდე, როგორც წარმატებული ფეხბურთელი"
|
||||
|
||||
|
დევიდ ბექჰემი ინგლისის ყველა დროის ფეხბურთელებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მისი პოპულარობა მოედნის გარეთ იმდენად დიდია, რომ ,მის საოცარ ნიჭს შიგადაშიგ ბრწყინვალება ეკარგება.
''პირველ რიგში მინდა დამიმახსოვრონ კარგ და წარმატებულ ფეხბურთელად. ეს ის არის რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი.'' დევიდმა ისიც დაამატა, რომ მოდელის კარიერა მას დიდად არ ანაღვლებს.
რაც შეეხება დევიდის ნერვიულობას კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით ეს უფრო თავმდაბლობით არის გამოწვეული, რადგან მას ხალხის სიყვარული ნამდვილად არ აკლია. ამ დღეებში ოლიმპიადის გახსნაზე, როცა დევიდი ფანებს ხვდებოდა პატარა ბიჭუნამ, რომელმაც თავისი კუმირი დაინახა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. ბექზი არ დაიბნა და მტირალი ბიჭუნა გულში ჩაიხუტა, ამასთანავე რამდენიმე სიტყვაც უთხრა. როგორც მოგვიანებით ბავშვის დედამ განაცხადა, დევიდ ბექჰემი მისი შვილის კუმირი იყო.
ეს კი ვიდეო დამადასტურებელი იმისა, რომ ბექჰემი პირველ რიგში დიდებული ფეხბურთელია
(ნამდვილი დევიდ ბექჰემი)
|




მარიამ კაკალაშვილი
2012-08-01
0


