სადა დიზაინით ”შეიარაღებული” მანქანები
დავით ჩუბინიძე ავტო 2011-05-29 134 ნახვა

KTM X-Bow-ს „შეირაღებული“ ვერსია

„Red Bull Racing“-ის ავტოდრომზე, შპილბერგში, ექსტრემალური სპორტქარის, KTM X-Bow-ს „შეიარაღებული“ R ვერსიის პრეზენტაცია მოეწყო.

სიახლე აღიჭურვა Audi-ს 2 ლიტრიანი, ტურბოჩამბერიანი, 4 ცილინდრიანი, 300 ცხძ-იანი ძრავით, რომლის მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი 400 ნმ-ს შეადგენს. იგივე ძრავის დახმარებით მოძრაობს Audi S3-ი და Audi TTS-ი. თუმცა სპორტქარისთვის ძრავის მართვის „ბლოკის“ პროგრამა შეცვალეს.

გარდა ამისა, ექსტრემალურ სპორტქარზე ძრავა 19 მმ-ით დაბლაა მოთავსებული, რაც დიზაინერების აზრით, მოსახვევების უფრო სწრაფად გავლის საშუალებას იძლევა.

სიახლის „მშრალი“ წონა 790 კგ-ს შეადგენს. სპორტქარის აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3.9 წმ-ში ხდება.

ევროპაში KTM X-Bow R 58 795 ევრო ღირს.

 

 


რეტრო სუპერქარი Corvette-ის ბაზაზე

გერმანულმა კომპანიამ, Endora Motors-მა საკუთარი პირველი პროექტის- SC1 სპორტქარის გამოსახულება გამოაქვეყნა. შემქმნელთა უმთავრესი იდეა თანამედროვე სპორტქარის მომზადება იყო. ის რეტრო-სტილში უნდა ყოფილიყო შესრულებული და დამსგავსებოდა გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ევროპულ და ამერიკულ მანქანებს.

სუპერქარი Endora SC1-ს მეექვსე თაობის Chevrolet Corvette-ის ბაზაზე ააწყობენ. სიახლის შეთავაზებას სამ ვარიანტად აპირებენ: საბაზო 6.2 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი, 436 ცხძ-იანი, 7 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი, 512 ცხძ-იანი და Corvette ZR1-ის 6.2 ლიტრიანი, 647 ცხძ-იანი ძრავით.

 


ყველა ძრავა 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. თუმცა უფრო მძლავრი ძრავით მანქანის აღჭურვისას შესაძლებელი იქნება ექვსდიაპაზონიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც, რომლის გადაცემების გამოცვლაც საჭის ქვეშ მოთავსებული ღილაკების საშუალებით მოხდება. სიახლის დინამიური მახასიათებლები ჯერ არ გახმოვანებულა.

ავტომობილის შესახებ საბოლოო ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებენ.

 


წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+23
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 25
23º
12º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
1.7525
ევრო
2.2171
რუბლი
4.1916
ლარი
1